
This is a modal window.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, კარვების გადატანის მიზეზია ის, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი" და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.
"ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სამართალდარღვევები აღვკვეთოთ და კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო", - განაცხადა კუპატაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კუპატაძე ასევე გამოეხმაურა იმ დაკავებებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა. მისი თქმით, დაკავებულია 3 ადამიანი.
"აქციაზე უკვე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრებების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება, არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევედით კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. მათი დაკავება მოჰყვა ინციდენტს, რომელიც პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში მოხდა. კარვიდან რამდენიმე წუთის წინ ხმაური გამოდიოდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა ფეიქრიშვილმა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კონკრეტულ პირებზე არ ისაუბრა.
კარავში სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პოლიციელებმა ერთ-ერთი პირის ტერიტორიიდან გაყვანა სცადეს, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. სწორედ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დააკავა პოლიციამ რამდენიმე პირი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, კარვების გადატანის მიზეზია ის, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი" და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.
"ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სამართალდარღვევები აღვკვეთოთ და კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო", - განაცხადა კუპატაძემ.
კუპატაძე ასევე გამოეხმაურა იმ დაკავებებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა. მისი თქმით, დაკავებულია 3 ადამიანი.
"აქციაზე უკვე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრებების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება, არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევედით კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. მათი დაკავება მოჰყვა ინციდენტს, რომელიც პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში მოხდა. კარვიდან რამდენიმე წუთის წინ ხმაური გამოდიოდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა ფეიქრიშვილმა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კონკრეტულ პირებზე არ ისაუბრა.
კარავში სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პოლიციელებმა ერთ-ერთი პირის ტერიტორიიდან გაყვანა სცადეს, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. სწორედ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დააკავა პოლიციამ რამდენიმე პირი.
მკითხველის კომენტარები
(0)