
This is a modal window.
თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა "TV პირველის" ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ხელახალი გამოძიების თაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შსს-მ მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა. მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვანმა უწყებამ ეს მაშინ უთხრა, როცა დანაშაულში ბრალდებული პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ობიექტური გარემოებების გამო სასამართლოში განსხვავებული შედეგი დადგა და ახლა შსს საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რათა გამოავლინოს, თუ რა გარემოებების გამო დადგა სასამართლოში განსხვავებული შედეგი.
"მკვლელი ვინ არის - ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. გასაგებია, რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა ობიექტური გარემოებების შესახებ, რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა, მე ძალიან ბევრი ვისაუბრე. რა შეიცვალა სასამართლოში, მათ შორის, რა შეიცვალა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა, ამ ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა... ჩვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, ჩვენ დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შს მინისტრის მოადგილე წუხილს გამოთქვამს, რომ ზაზა სარალიძე შსს-ს და მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. „ეს ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, თუმცა მე მას მოვუწოდებ, ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა. ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით და შედეგი უკვე ორი ადამიანის დაკავების სახით გვაქვს, თუ გამოვლინდება და მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობის ეჭვი გაჩნდება და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, დამერწმუნეთ, რომ ამ საქმეზე შედეგი დადგება.
თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს. თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდების საფუძველზე განცხადებების გაკეთებისგან. საგამოძიებო კომისიაზე ჩვენ ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ჭრილობების რაოდენობას, რაც შეეხება მკვლელების რაოდენობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავადგინეთ მკვლელობის ჩამდენი პირები, სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გაიზიარა. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი შედეგი დადგეს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამის პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ საქმეში მესამე, მეოთხე და სხვა პირი მონაწილეობდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა "TV პირველის" ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ხელახალი გამოძიების თაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შსს-მ მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა. მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვანმა უწყებამ ეს მაშინ უთხრა, როცა დანაშაულში ბრალდებული პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ობიექტური გარემოებების გამო სასამართლოში განსხვავებული შედეგი დადგა და ახლა შსს საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რათა გამოავლინოს, თუ რა გარემოებების გამო დადგა სასამართლოში განსხვავებული შედეგი.
"მკვლელი ვინ არის - ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. გასაგებია, რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა ობიექტური გარემოებების შესახებ, რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა, მე ძალიან ბევრი ვისაუბრე. რა შეიცვალა სასამართლოში, მათ შორის, რა შეიცვალა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა, ამ ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა... ჩვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, ჩვენ დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილე წუხილს გამოთქვამს, რომ ზაზა სარალიძე შსს-ს და მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. „ეს ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, თუმცა მე მას მოვუწოდებ, ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა. ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით და შედეგი უკვე ორი ადამიანის დაკავების სახით გვაქვს, თუ გამოვლინდება და მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობის ეჭვი გაჩნდება და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, დამერწმუნეთ, რომ ამ საქმეზე შედეგი დადგება.
თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს. თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდების საფუძველზე განცხადებების გაკეთებისგან. საგამოძიებო კომისიაზე ჩვენ ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ჭრილობების რაოდენობას, რაც შეეხება მკვლელების რაოდენობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავადგინეთ მკვლელობის ჩამდენი პირები, სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გაიზიარა. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი შედეგი დადგეს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამის პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ საქმეში მესამე, მეოთხე და სხვა პირი მონაწილეობდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მკითხველის კომენტარები
(1)
ამ ტიპს ვინმემ თმები დავარცხნეთ, სირცხვილია, ქალია, კაცია, ქართველია, კაზაკია, ვერ გაგვიგია.