19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
13.06.2018 / 07:06
შრიფტის ზომა:

როდის გაიხსნება წყნეთი-ბეთანიის გზა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა

წყნეთი-ბეთანიის გზის გახსნა ივნისის ბოლოს იგეგმება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.

"ახლა ასფალტის დაგების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც იმიტომ გაჭიანურდა, რომ ძალიან ნალექიანი თვეა და წვიმაში ასფალტს ვერ ვაგებთ. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ვინც სამუშაოებს აწარმოებს, შესაბამის კონტრაქტორთან ერთად გვპირდება, რომ ივნისის ბოლოს ეს ბოლო სამუშაოებიც დასრულდება და გზა გაიხსნება",- განმარტეს უწყებაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. გზის რეაბილიტაცია ორ ნაწილად განხორციელდა: წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია, ასევე, წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28.5 მილიონი ლარია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როდის გაიხსნება წყნეთი-ბეთანიის გზა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა | Allnews.Ge