საზოგადოება
05.05.2017 / 09:05
შრიფტის ზომა:

შსს - ჯავახიშვილის ქუჩაზე მკვლელობა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება

შსს - ჯავახიშვილის ქუჩაზე მკვლელობა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება

შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა 2 ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული - სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი ჯგუფურად და ისეთი საშუალებებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით)", -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(9)

როენა
22 ივნისი , 2018 17:06

არაჩვეულებრივი წამოწყებაა ასე არაფერი გამხარებია, მიყვარს კომფორტი,მით უმეტეს ბავშვებისთვის გაიხარეთ,დიდი მადლობა

ალექს
21 ივნისი , 2018 02:06

დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ დასავლეთში,მაგრამ ვგონებ ყველა ავტოსადგომთან ,გაჩერებებთან,ავტოსადგურებთან, პარკებთან,რკინიგზის სადგურებთან,სავაჭრო ცენტრებთან იდგა ტუალეტები,შიგნითაც ქონდათ !

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გამოიყურება ანტივანდალური საპირფარეშოები, რომლებიც ივლისში თბილისში გამოჩნდება | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ანტივანდალური საპირფარეშოები, რომლებიც ივლისში თბილისში გამოჩნდება

თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საპირფარეშოები 30 ადგილზე განთავსდება, მათ შორის ტურისტულ ზონებშიც.

ცნობილია რომ, საპირფარეშოებით მომსახურებისთვის, თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე "მეტრომანითა" და სხვა პლასტიკური ბარათებით.

"საპირფარეშოები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ექნება ავტომატური რეცხვა და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება საჭირო," - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

გარდა ამისა, კომპანია "სითი ბოქსს," რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებს, ვალდებულება აქვს, რომ ობიექტები იყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული, საინფორმაციო წარწერებზე იყოს გათვალისწინენული ბრაილის შრიფტი. ამასთან, საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.

"ეს იქნება მზა კონსტრუქცია, რომელიც უკვე შეკვეთილია და უნდა ჩამოიტანონ. კონსტრუქციები იქნება ანტივანდალური, ანუ სპეციალური მასალით დამზადებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგებული და გამზადებულია და დადგმა სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება," - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

წაიკითხეთ უფრო მეტი აქ