პოლიტიკა
07.10.2017 / 13:10
შრიფტის ზომა:

თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს

თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს. აღნიშნული ოდენობის ჯარიმას ის კანონდარღვევა ითვალისწინებს, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, შევჩენკომ ჩაიდინა. უფრო კონკრეტულად, საიამ ცესკოს საჩივრით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმა დაარღვია. შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, ანდრეი შევჩენკომ თქვა: "მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება."

როგორც საიას საარჩევნო და თვითმართველობის პროექტების კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, ამ შემთხვევაში დაირღვა კოდექსის ნორმა, რომელიც საუბრობს იმაზე თუ ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობის მიღება.

"საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის აგიტაციაში ჩართვა და მისი განხორციელება. სწორედ აი ამ დარღვევასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავაფიქსირეთ ეს, როდესაც შევჩენკომ კომენტარი გააკეთა მატჩის შემდგომ და თქვა, რომ ის კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და კალაძე კარგი მერი იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით წარვადგინეთ ჩვენ საჩივარი საარჩევნო ადმინისტრაციაში"- განმარტა ირმა პავლიაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საიას საარჩევნო და თვითმართველობის პროექტების კოორდინატორის თქმით, საარჩევნო კოდექსით თვითონ აგიტაციაც განმარტებულია. მე-2 მუხლის "ჰ1" ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

ირმა პავლიაშვილით თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ელის.

მკითხველის კომენტარები
(11)

ნიკო
23 მარტი , 2017 20:03

ხატია! თქვენ ადვიკატად გამოდგებით. რომ არ დაეკონკრეტებიათ მაშინ თავისთავად ყველა წამკითხველი იგულისხმებდა რომ საჭესთან მამაკაცი იჯდა, მაგრამ სინამდვილეში მამაკაცი კი არა ქეციანი თხა იჯდა. მამაკაცებსაც მოსდით ასეთი შემთხვევა მაგრამ უფრო იშვიათად. რაც არ არის ქალის საქმე ნუ ეკვეხებიან. ვის აწონებენ თავს და ვის ჯიბრზე ყიდულობენ მანქანებს? ქალი საჭესთან და ნასვამი მამაკაცი საჭესთან ერთიდა იგივეა. რატომ აგდებთ სხვის სიცოცხლეს საფრთხეში? ქალბატონებისათვის პრაქტიკული გამოცდები უნდა გამკაცრდეს რაც შეიძლება. საჯესთან უნდა დაჯდნენ მხოლოდ ამ საქმეში ღირსეული ქალბატონები რომლებიც მართვაში კაცებს არ ჩამოუვარდებიან

ხატიას
23 მარტი , 2017 13:03

როგორ არ აღნიშნავენ მამაკაცსაც, - მაგალითად, მანქანას შუახნის მამაკაცი (ახალგაზრდა, ხანშიშესული) მამაკაცი მართავდაო, არ გსმენიათ მედიიდან? ისე, სიმართლე ითქვას, გენდერულ სოლიდარობას რომ თავი დავანებოთ, ეს პატარა გოგოშკები უფრო არიან ავარიული სიტუაციის შემქმნელიები სტატისტიკურად. არ იციან ტარება და მამიკოები, ბიძიკოები, სამსახურის უფროსიკოები მასობრივად ეხმარებიან მართვის მოწმობის აღებაში.. ავტომატიკის ცალკე გამოყოფამ სულ გააფუჭა სიტუაცია..

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"20 წლის ანა ნაცვლიშვილისთვის მიყენებული 33 ჭრილობა, არ არის დანით მიყენებული" - ბრალდებულის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს | Allnews.Ge

"20 წლის ანა ნაცვლიშვილისთვის მიყენებული 33 ჭრილობა, არ არის დანით მიყენებული" - ბრალდებულის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს. როგორც ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მიერ გამოცხადებულ მკვლელობის იარაღზე, დანაზე არანაირი სისხლის კვალი არ იყო და არ გამორიცხავს, რომ დანაზე სისხლის წვეთი წაუსვეს. ამასთან, ნაირა ოტიაშვილის თქმით, დანის პარამეტრები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს და აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჭრილობები გარდაცვლილზე არაა მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიების მიერაა ამოღებული.

მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონასათვის მიყენებული 33 ჭრილობა, როგორც ბრალდების ფორმულირებაშია, არ არის დანით მიყენებული.

"გოგონას ჭრილობები სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული. ძალიან დიდი რაოდენობით ჭრილობები თავში აქვს მიყენებული, რაც დანა არ არის და ამას ადასტურებს ბრალდების მხარის დასკვნები. დანის ეს ზომები არანაირად არ ემთხვევა გოგონასათვის მიყენებული ჭრილობების ზომებს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა არსებობს სისხლის იქ აღმოჩენის, იმ პირობებში, როცა დანის ზომები არ ემთხვევა. მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. თუ ეს დანა არ არის, რომლითაც გოგონას აქვს ჭრილობები მიყენებული, შესაბამისად, მასზე გოგონას სისხლის კვალი არ უნდა იყოს და თუ არის, მაშინ გამოსაძიებელია, რატომ არის.

ზუსტად ვიცი, რომ მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა. ვიდრე კანონიერ ჩხრეკას ჩაატარებდა, მთლიანი მანქანა დაათვალიერა, ნახა, სად რა იყო და არ გამოვრიცხავ, დანაზე, რომელიც თავისი ზომებით მკვლელობის იარაღი არ არის, შესაძლოა ერთი წვეთი სისხლი მოაცხო. თუ დანა გარეცხილია, მაშინ ერთი წვეთიც არ უნდა იყოს", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს პირველი არსებითი სხდომა ტარდება. ამ წუთებში სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას ბრალდების მხარე ამბობს. პროცესი პროკურორების მოთხოვნით დაიხურა, რადგან შესავალ სიტყვაში ისინი ლადო გრიგალაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალსაც შეეხებიან, რომელიც კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგოს პირად ცხოვრებას შეეხება.