08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
19.06.2018 / 09:06
შრიფტის ზომა:

წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე სხვადასხვა სახის კამერა იმუშავებს - გიორგი გახარია

ჩვენ ოფიციალურად გავეცით დაპირება, რომ ჩვენს პირობებში სტატისტიკა იქნებოდა აბსოლუტურად გახსნილი, რანაირი ციფრებიც არ უნდა ყოფილიყო და ამ პირობას ვასრულებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

"დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მუშაობის ისეთ კომპონენტს, როგორიც არის გამჭვირვალობა. სულ რამდენიმე თვის წინ, როცა ხდებოდა ამ მთავრობის წარდგინება, ჩვენ ოფიციალურად გავეცით დაპირება, რომ ჩვენს პირობებში სტატისტიკა იქნებოდა აბსოლუტურად გახსნილი, რანაირი ციფრებიც არ უნდა ყოფილიყო, ამ პირობას ვასრულებთ და ვთვლით, რომ პრობლემის ობიექტური შეფასება არის ძირითადი ფაქტორი იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრობის კანდიდატმა საპატრულო პოლიციისა და ქვეყნის მასშტაბით კამერების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ამ პერიოდში ჩვენ ეკონომიის ხარჯზე შევძელით აღგვეჭურვა თითოეული პატრული, დაახლოებით 2000 ადამიანი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით, რომლის ტექნიკური მაჩვენებლები არის სულ სხვა. ჩვენ შევძელით ბალისტიკური იდენტიფიცირებისთვის შეგვეძინა აბსოლუტურად ახალი ტექნოლიგიები და პროგრამები და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ვქმნით იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე, მათი კომფორტი და უსაფრთხოება უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე აწეული. აღნიშნულ კონტექსტში მინდა ვისაუბრო კამერებზე, რომელთა მონტაჟი დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით და რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. არ გავაკეთებ ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებას, თუმცა ობიექტურად მინდა ვთქვა, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში დაახლოებით 3000-მდე სხვადასხვა სახის კამერა იმუშავებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის გამოძიების ეფექტურობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების ნაწილს უსმენენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე სხვადასხვა სახის კამერა იმუშავებს - გიორგი გახარია | Allnews.Ge