01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
19.06.2018 / 11:06
შრიფტის ზომა:

ავიაკომპანია Wizzair-ის სახელით მომხმარებლებს ინტერნეტში ბილეთების 1 დოლარად შეძენას სთავაზობენ

დღეს ინტერნეტ სივრცეში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის სახელით ლინკი გავრცელდა, რომელიც 34-ე დაბადების დღის აღსანიშანავად მომხმარებელს ნებისმიერი მიმართულებით 2 ბილეთის შეძენას 1 დოლარად სთავაზობდა. ბილეთების შესაძენად ორი ეტაპის გავლა იყო სჭირო - ლინკის სოციალურ ქსელ Facebook-ში გაზიარება და ავტორიზაციის გავლა. ამის შემდეგ საიტი ბილეთების შესაძენად 10 წუთს, სასურველი მიმართულების ასარჩევად კი 72 საათს იძლეოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებას Allnews.ge უცვლელად გთავაზობთ:

"Wizz Air ინფორმირებულია იმ ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის შესახებ, რომელიც Wizz Air-ის მსგავსი ბრენდინგით მცდარი დომეინით ფუნქციონირებს. შესაძლებელია, რომ აღნიშნულმა გვერდებმა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები და დაარწმუნონ ისინი, რომ Wizz Air-ის ოფიციალურ გვერდბზე იმყოფებიან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მცდარი ვებ-გვერდი და სოციალურ მედიაში გავრცელებული შეტყობინება ავრცელებს მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეტყობინების Facebook-ზე გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებლებს აქვთ შანსი, რომ Wizz Air-ის 2 ბილეთი 1 დოლარად შეიძინონ. Wizz Air კიდევ ერთხელ აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდია www.wizzair.com და ყველა ინფორმაცია Wizz Air-ის აქციებისა თუ კონკურსების შესახებ გამოქვეყნდება სწორედ აქ, ან ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში თუ საინფორმაციო ბიულეტენში.

Wizz Air ურჩევს და აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ არ ისარგებლონ გვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლატფორმებზე არ ვრცელდება. Wizz Air აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელთაც Wizz Air-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ავიაკომპანია Wizzair-ის სახელით მომხმარებლებს ინტერნეტში ბილეთების 1 დოლარად შეძენას სთავაზობენ | Allnews.Ge