29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.12.2017 / 06:12
შრიფტის ზომა:

საახალწლო ილუმინაციებისთვის წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯა

საახალწლო ილუმინაციებისთვის წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯა

დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს "თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.

აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორ ლევან ჯღარკავასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"თბილსერსვის ჯგუფს" საახალწლოდ ქალაქის განათება დაწყებული აქვს. ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისის მერის თქმით, ის განათებები, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ უბნებში იყო დამონტაჟებული, წელს თბილისის სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯა.

"საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, დაახლოებით, სამი-ოთხი დღით დაგვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რომლის შემდეგაც მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადავინაცვლებთ", - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

დღემდე "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რატომ იზრდება საწვავის ფასი ყოველდღე - "შეუძლიათ 30 თეთრით ნაკლებად გაყიდონ, მაგრამ შეთანხმება აქვთ" | Allnews.Ge

რატომ იზრდება საწვავის ფასი ყოველდღე - "შეუძლიათ 30 თეთრით ნაკლებად გაყიდონ, მაგრამ შეთანხმება აქვთ"

უმუშევრობა, ეკოლოგიური პრობლემები, ინფლაცია, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, კრიმინალური მდგომარეობა - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. სოციოლოგიურ გამოკითხვებში ამ სიის ჩამონათვალში, პირველ ადგილს ყოველთვის უმუშევრობა იკავებს ხოლმე.

UNICEF-ის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. ამის ფონზე, საწვავის ფასისა და შესაბამისად, საცხოვრებელი ხარჯების ზრდაც, კიდევ უფრო მტკივნეულად აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე.

უკვე თითქმის ორი თვეა, რაც ყველა ტიპის საწვავზე ფასები ყოველდღიურად იცვლება. ამ ხნის განმავლობაში, საწვავი საშუალოდ 5-11 თეთრით გაიზარდა. ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით, 2018 წლის ივნისში ყველა ტიპის საწვავი სულ მცირე 20 თეთრით არის გაძვირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი რეგულარის ტიპის საწვავს ჰყავს და ფასის მატებაც ყველაზე მეტად სწორედ მასზე აისახება ხოლმე.

მძღოლ რესპონდენტთა უმრავლესობა, რომელთაც ვკითხეთ, მათი დაკვირვებით, რამდენი თეთრით გაძვირდა საწვავი ბოლო 1 წლის განმავლობაში, გვპასუხობს რომ, 20-30 თეთრით.

როგორ იცვლებოდა საწვავის ფასი 2017 წლის განმავლობაში

"წინა ზაფხულთან შედარებით საწვავი 20-25 თეთრითაა გაძვირებული. რაც შეეხება რაოდენობის კლებას, ამაზე ორი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ორივეზე მოგვატყუეს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ჯიბეზე. დღეში ჯამში 60 კილომეტრს გავდივარ სამსახურამდე და უკან, შესაბამისად ხარჯიც დიდია", - ამბობს ბელა მაღლაფერიძე ჩვენთან საუბარში.

10 ავტოგასამართი სადგური, სადაც საწვავის ხარისხი შეამოწმეს - იხილეთ შედეგები

"ერთი წლის მანძილზე 35 თეთრამდე გაძვირდა საწვავი. ვფიქრობ, გარიგებულები არიან კომპანიები, რადგან ფასდაკლების ბარათებს ვაკვირდები და ყველა ერთნაირად მუშაობს. ვისაც ფასდაკლების ბარათი არ აქვს, მათ სხვა კომპანიებთან შედარებით 10 თეთრით ნაკლები აქვთ ფასები. გარდა ამისა, მგონია, რომ შეძენისას რაოდენობაშიც მატყუებენ" - აცხადებს თორნიკე საგანელიძე AMBEBI.GE-თან საუბარში.

პირველი ფაქტორი, რაც საწვავის ფასის ცვლილებას განსაზღვრავს, მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასია. ბოლო პერიოდში მართლაც გაზრდილია მისი ფასი. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ერთი ბარელის ფასი 65$-დან 72$-ამდე გაიზარდა და ეს მყისიერად აისახა საქართველოში საწვავის ფასზეც. თუმცა, ახლანდელი მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 64$-ს შეადგენს და ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასი არ შემცირებულა.

"უკვე ნახევარ თვეზე მეტია მსოფლიო ბაზარზე ფასების დაბლა ვარდნის ტენდენცია დაიწყო და ეს ტენდენცია შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ გაგრძელდება. თუმცა კლება ჩვენს ბაზარზე არ ასახულა. 3 კვირაზე მეტია, ნედლი ნავთობის ფასი ჩამოსულია 64$-ზე, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ბაზარზე არ ასახულა. ეს პერიოდი სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ კომპანიებს საფასო პოლიტიკის გადახედვა მოეხდინათ და ფასები შეემცირებინათ", - განაცხადა ბაირახტარმა AMBEBI.GE-თან საუბარში.

კითხვაზე - მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირებისას ჩვენთან რატომ არ მცირდება საწვავის ფასი – ნავთობკომპანიები პასუხობენ, რომ მათ საწვავის დიდი მარაგი შეძენილი აქვთ ძველი, მაღალი ფასით და ახლა კლება მათთვის წამგებიანი იქნება. ეს პასუხი გაუგებარია მაშინ, როდესაც ნავთობის ფასის მატებისას ქართული კომპანიები იმ დღესვე აძვირებენ საწვავს. ამ შემთხვევაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა - თუკი მარაგი ძველი ფასით აქვთ შეძენილი, რატომ აძვირებენ მყისიერად?

კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც საწვავის ფასის მატებას ნავთობკომპანიები უკავშირებენ, ეს ლარის კურსია.
თუმცა, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე პრეზიდენტის თქმით, დღეის მდგომარეობით ეს ფაქტორიც განეიტრალებულია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ჯანსაღი მცურავი გაცვლითი კურსი. არანაირ მყისიერ ნახტომებს და გაუფასურებებს ადგილი არ აქვს. ეროვნული ვალუტა ინარჩუნებს სტაბილურობას და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვრჩება ერთადერთი საზომი - ნედლი ნავთობის ფასი, რომელიც დაღმავალი ტრენდით ხასიათდება. საქართველოში საწვავის ფასი რეალურად არა ნავთობის ფასსა და ვალუტის კურსზე, არამედ კომპანიების ხელმძღვანელების მადაზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს ბაირახტარი.

რა მოსდის ავტომობილს, როდესაც დაბინძურებული საწვავი ავზში ხვდება?

მორიგი კითხვა, რაც საწვავის ფასთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება, კონკურენციის საკითხია - როგორ ხდება, რომ მსხვილ ნავთობკომპანიებს (მიუხედავად იმისა, ევროპულ საწვავს ყიდიან თუ აზერბაჯიანულს) ფასი თითქმის ერთნაირი აქვთ?

ექსპერტთა განცხადებით, ადგილი აქვს კარტელურ გარიგებებს და არა რეალურ კონკურენციას. "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელის, ბექა კემულარიას თქმით, ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ის არის, რომ ზოგიერთი უსახელო ბენზინგასამართი სადგური, რომელიც თვითონაც კი არ არის იმპორტიორი, უფრო ნაკლებ ფასად ყიდის საწვავს, ვიდრე გიგანტი კომპანიები (ვისოლი, სოკარი, გალფი, რომპეტროლი, ლუკოილი).

წაიკითხეთ გაგრძელება