
"ფრესკოს" ადმინისტრაცია ქალების გადახდელში ვიდეოკამერების არსებობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს სუპერმარკეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მარიამ აფრიდონიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კამერების შესახებ ინფრომაცია ფრესკოს ყოფილ თანამშრომლებსაც ჰქონდათ.
"ჩვენს თითოეულ თანამშრომელს ჰქონდა და აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალების გასახდელში კამერებია. ეს არ არის ფარული თვალთვალი ან მიყურადება. ეს კამერა ძალიან ღია ადგილასაა განთავსებული," - განმარტა მან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მარიამ აფრიდონიძის თქმით, კამერები უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო განთავსდა.
"ქალების გასახდელში ძალიან ბევრი ქურდობა ხდებოდა და ამასთან ერთად თანამშრომელ გოგონებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ დაფიქსირდა, იმისათვის, რომ ეს აღმოგვეფხვრა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე გვეფიქრა, 2016 წლის 19 თებერვლის ბრძანების მიხედვით, დავაყენეთ კამერა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი დაცვის სამსახურში მხოლოდ ქალები არიან და ამ მასალაზე წვდომა მხოლოდ ქალბატონებს აქვთ. დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, ჩვენი ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ მასალაზე წვდომის უფლება არ აქვთ" - განმარტავს მარიამ აფრიდონიძე.
ყოფილი თანამშრომლები "ფრესკოს" გასახდელებში კამერების დამონტაჟებაში ადანაშაულებენ
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ფრესკოს" ადმინისტრაცია თანამშრომელი ქალების მიმართ თვალთვალსა და ფარულ მიყურადებას ახორციელებდა. აქვე იკვეთება, რომ სუპერმარკეტების ქსელის გასახდელების უმეტეს ნაწილში კამერა არის მხოლოდ ქალების განყოფილებაში, რაც იმთავითვე აჩენს პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის ეჭვს, რომელიც შესაძლოა, ატარებდეს სექსუალური შევიწროების ხასიათს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წვდომა ვიდეო მასალაზე აქვს ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, (მამაკაცებს და ქალებს). თანამშრომელ ქალებს არაერთხელ გაუგიათ საგანგებოდ დაკეტილი დაცვის ოთახიდან სიცილის ხმები, მაშინ როდესაც გასახდელებით გოგონები სარგებლობდნენ. გასახდელების თვალთვალის და ვიდეო კადრების ხელმისაწვდომობას ადასტურებენ "ფრესკოს" დაცვის ყოფილი თანამშრომლებიც.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მიმდინარე წელს თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 244 გველი დაიჭირა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, გასული თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი, 140 გველი მაისში დაიჭირეს და ზოგადად, ქვეწარმავლების რაოდენობა მაისსა და ივნისში იმატებს, ივლისიდან კი იკლებს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, შოთა ზანდუკელის ინფორმაციით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში თითქმის ერთნაირი რაოდენობის გამოძახებები ფიქსირდება, თუმცა ქვეწარმავლების გამოჩენა ძირითადად, მაინც გარეუბნებში ხდება.
"განსხვავება იმ კუთხით არის, რომ ზოგან შხამიანი გველები გვხვდება, ზოგან – არა. ზონები, სადაც შხამიანი გველი, გიურზა გვხვდება, არის მაგალითად, ორთაჭალა, კრწანისი, ფონიჭალა, აფრიკა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, რომელთა ბუნებრივ არეალში აღნიშნული ქვეწარმავლებია გავრცელებული. სწორედ ამიტომ ამ ქვეწარმავლის გადმოსვლა დასახლებულ პუნქტებში ხდება ხოლმე. სხვა უბნებში შხამიანი გველები არ გვხვდებაა, მაგრამ ქვეწარმავლების პრობლემა ნამდვილად დგას და გამოძახებებიც ხშირია ამ კუთხით",- განმარტა ზანდუკელმა.
შოთა ზანდუკელის რეკომენდაციით, ქვეწარმავალთა მომრავლების თავიდან ასაცილებლად, დასახლებულ პუნქტებში სამშენებლო მასალების განთავსება არ უნდა მოხდეს, ბალახის საფარი მოკლედ უნდა იყოს შეკრეჭილი და არ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რასაც ქვეწარმავალი თავს შეაფარებს.
"ქვეწარმავალი ამ ადგილებში გამრავლებას და დაბინავებას არ დაიწყებს, გარკვეული ხნით გაჩერდება, ამიტომ არ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ქვეწარმავალი გაჩერებას მოინდომებს. გარდა ამისა, არსებობს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შესაწამლი პრეპარატები, ესეც ერთ-ერთი პრევენციული ზომაა, მაგრამ 100%-იან დაცვას არ ნიშნავს. უნდა შევინარჩუნოთ მხოლოდ და მხოლოდ სისუფთავე და მოვლილი გარემო", - განმარტა ზანდუკელმა.
ჰერპეტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეწარმავლის შემჩნევის შემთხვევაში პირმა აუცილებლად უკან უნდა დაიხიოს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდეს, ხოლო კბენის შემთხვევაში, დაწვეს და დარჩეს უძრავ მდგომარეობაში, მიიღოს დიდი რაოდენობით არალკოჰოლური სითხე, ალერგიული ფონის განვითარების შემთხვევაში მიიღოს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები და ეცადოს, რომ არ ინერვიულოს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 438 გველი დაიჭირა.
მკითხველის კომენტარები
(9)
იქნებ გვითხრათ რით შევწამლოთ ეზო
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ არავითარი შხამიანი გველები ქალაქში არ არიან. ნუ ქმნით პანიკას!