
ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზზე მან Ambebi.ge-სთან ისაუბრა.
”ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა, ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებული იყო. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მე სტატისტიკაზე აგებული დოკუმენტაცია მიყვარს და ეს იქ ვერ დავინახე. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი”, - განაცხადა ნინო კუზანოვამ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ნინო ნადირაძე-კუზანოვა პარტიის ყრილობის დღეს აცხადებდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევიდოდა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა მარინა გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლა რეგიონებში ორი მეთოდით ხორციელდება. იმისათვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებები თავიდან იქნას აცილებული, ტოქსიკოლოგი აღნიშნავს, რომ საჭიროა ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
"ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ორგანიზებულად ხდება. ეს პროცესი მრავალჯერ აპრობირებული ქიმიური პრეპარატების გამოყენებით მიმდინარეობს. მისი თქმით, ქიმიური ნივთიერების გარემოში ორთქლით გამოფრქვევამდე, მოსახლეობის გაფრთხილება 24 საათით ადრე ხდება. უშუალოდ ღონისძიებების დაწყებამდეც, რუპორის საშუალებით ეცნობებათ, რომ დახურონ კარ-ფანჯარა და მოერიდონ წამლობას.
"ყველანაირი ღონისძიება ტარდება საიმისოდ, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს", - აღნიშნა ტოქსიკოლოგმა.
მკითხველის კომენტარები
(0)