31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
24.06.2018 / 08:06
შრიფტის ზომა:

გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1-ელ მარტამდე შეუნარჩუნდება

2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“ და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება.

“საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვთ, თუმცა პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის პროექტი, რომელიც აღნიშნული ვადის 2019 წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

“დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა. ამათგან 263 700 მართვის მოწმობას 2018 წლის 1-ელ სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

იქედან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის თანახმად კი, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა“, - აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, გიორგი ხატიძე და მერაბ ქვარაია.

bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1-ელ მარტამდე შეუნარჩუნდება | Allnews.Ge