02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაცია იგეგმება | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაცია იგეგმება

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 30 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 48 000 ლარია.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე სოფელ დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზას. სატენდერო პირობების თანახმად, 11 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება. აღნიშნული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 798 321 ლარია.

ტენდერი გამოცხადდა ასევე საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც. წინადადებების მიღება 11 ივლისს იწყება და 16 ივლისს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 681 084 ლარია.

bpn.ge