
This is a modal window.
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან დაჭრეს. ის ღუდუშაურის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
როგორც ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. ექიმის განმარტებით, ნოზაძეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა აღენიშნებოდა, თუმცა მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხერხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე სავარაუდოდ გოგომ დაჭრა. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ჰყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, იგი სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"მანქანით მოვიდა ორი გოგო და ელოდებოდა. უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით - ჩამოდი პიკასოო. დავინახე, რომ ირაკლი ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. მერე წამებში გადმოხტა და გამოიქცა ყვირილით - "სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო". ირაკლი რომ გადმოვიდა მანქანიდან, ისინი წავიდნენ", - აცხადებს ირაკლი ნოზაძის მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
თუმცა, სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან და როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან დაჭრეს. ის ღუდუშაურის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
როგორც ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. ექიმის განმარტებით, ნოზაძეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა აღენიშნებოდა, თუმცა მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხერხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე სავარაუდოდ გოგომ დაჭრა. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ჰყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, იგი სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.
"მანქანით მოვიდა ორი გოგო და ელოდებოდა. უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით - ჩამოდი პიკასოო. დავინახე, რომ ირაკლი ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. მერე წამებში გადმოხტა და გამოიქცა ყვირილით - "სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო". ირაკლი რომ გადმოვიდა მანქანიდან, ისინი წავიდნენ", - აცხადებს ირაკლი ნოზაძის მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
თუმცა, სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან და როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მკითხველის კომენტარები
(0)