
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ევროპაში ტერაქტების მოსამზადებლად სულ მცირე 400 მებრძოლი მოამზადა. ამის შესახებ სააგენტო Associated press-ი ევროპული ქვეყნებისა და ერაყის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, მებრძოლები თავად აირჩევენ თავდასხმების ადგილსა და დროს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
წყაროს თანახმად, მათ ერაყის, სირიისა და შესაძლოა, ზოგიერთი პოსტსაბჭოური ქვეყნების ტერიტორიაზე ამზადებენ, ასწავლიან ბრძოლის წარმოების სტრატეგიას, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მეთოდიკას.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ძმის, დავით ნოზაძის განცხადებით, მისთვის გუშინ მომხდარი შემთხვევის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ნოზაძემ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადა, გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არავინ იცნობს.
"მომხდარზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენს სამეგობროსა და სანათესაოში არავინ იცნობს იმ გოგოებს, თუ ვინ იყვნენ ისინი. პირველად გვესმის მათ შესახებ. ასევე, ვერაფერს გეტყვით იმაზე, ფიგურირებს თუ არა მომხდარში მესამე პირი. კონფლიქტი აბსოლუტურად არავისთან ჰქონია. მარტო ჩემთვის კი არა, სამეგობროსთვისაც არ არის ცნობილი მოტივი, რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი ფაქტი. ვერანაირ მიზეზს ვერ ვუკავშირებ ჯერჯერობით", - განაცხადა დავით ნოზაძემ.
დავინახე, დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა, - ამის შესახებ კი "ქუჩის ბიჭების" მომღერლის, ირაკლი ნოზაძის მეზობელი აცხადებს, რომელიც ნოზაძის დაჭრის დეტალებს ჟურნალისტებთან საუბრისას იხსენებს. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნოზაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გონება არ დაუკარგავს.
"ერთადერთი ვერსია ის ვიცი, რომ გოგონამ დაჭრა. ირაკლი ნოზაძე გონზე იყო ბოლომდე, მაგრამ ბოლო ორი წუთის განმავლობაში ითიშებოდა", - განაცხადა თვითმხილველმა.
ფაქტის მეორე თვითმხილველის ინფორმაციით კი, ნოზაძე, სავარაუდოდ, ყელის არეშია დაჭრილი.
"კისრის მიდამოში იყო ალბათ დაჭრილი, რადგან ხელს იფარებდა და გარბოდა სასწრაფოს მოლოდინში. მანამდე მანქანა დიდი სისწრაფით ეზოში შემოვიდა და ამან მიიქცია ყურადღება", - განაცხადა თვითმხილველმა.
ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები
(0)