საინტერესო
03.01.2017 / 07:01
შრიფტის ზომა:

ფინეთის მოქალაქეები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ხელფასს მიიღებენ

ფინეთის მოქალაქეები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ხელფასს მიიღებენ

ფინეთი 2000 მოქალაქეს ყოველთვიურად გარანტირებულ ხელფასს უხდის. არ აქვს მნიშვნელობა მუშაობენ თუ არა ისინი.

აღნიშნული პროგრამა ექსპერიმენტულია და მის მიზანს "უნივერსალური ძირითადი შემოსავლის" პროექტის ტესტირება წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეები თვეში 560 ევროს მიიღებენ მიუხედავად მათი ქონებრივი მდგომარეობისა და დასაქმების სტატუსისა.

საბოლოო ჯამში პროექტის მიზანია, მოქალაქეები იყვნენ დაცულები იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრები დარჩებიან, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

5 მიზეზი, თუ რატომ არ იქნება ფინეთში არასდროს კორუფცია

საწყის ეტაპზე პროგრამა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ის ადამიანები, რომლებიც მასში ჩაერთვებიან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ. ხოლო თანხა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მიიღებენ, არ დაიბეგრება.

პროექტის წარმატების შემთხვევაში, მასში კიდევ უფრო მეტი ფინელი ჩაერთვება.

ქვეყანა, სადაც არ არიან მიუსაფარი ბავშვები - როგორია ფინეთის განათლების სისტემა

აღნიშნული პროექტი უნიკალური არ არის. მსგავსი პროგრამა იტალიის ქალაქ ლივორნოშიც მოქმედებს, სადაც ქალაქის 100 ყველაზე ღარიბი ოჯახი თვეში 500 ევროს გარანტირებულად იღებს.

მსგავსი საპილოტე პროგრამა კანადაში, ისლანდიაში, უგანდასა და ბრაზილიაშიც მოქმედებს.

შვეიცარიის მოსახლეობამ თვიურ 2500 დოლარიან ხელფასზე უარი თქვა

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აჰმედ ჩატაევი ისლამ ატაბიევს - ისეთი ადგილები უნდა მოვძებნოთ, რესტორნები, სადაც ისინი იკრიბებიან, თუ რამეა საქართველოშიც გავაკეთებთ | Allnews.Ge

აჰმედ ჩატაევი ისლამ ატაბიევს - ისეთი ადგილები უნდა მოვძებნოთ, რესტორნები, სადაც ისინი იკრიბებიან, თუ რამეა საქართველოშიც გავაკეთებთ

"პალიტრანიუსის" ეთერში აჰმედ ჩატაევის, ISIS- ის ლიდერისთვის, აბუ ჯიჰადისადმი გაგზავნილი შეტყობინებები გამოქვეყნდა. აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერები, გაზეთ "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსმა, ნინო ბურჭულაძემ გადაცემაში "360 გრადუსი" გაასაჯაროვა.

როგორც ნინო ბურჭულაძე აცხადებს, აუდიო გზავნილებში აჰმედ ჩატაევი ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე აწვდის ინფორმაციას, სადაც თავდასხმები უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის მოხსენიებულია საქართველოც. აუდიო გზავნილში, სავარაუდო თავდასხმის ადგილებად დასახელებულია რესტორნები, სასტუმროები, საელჩოები და ისეთი დაწესებულებები, სადაც ამერიკელები იკრიბებიან.

"რაც საჭიროა, გავაკეთებთ ძმაო. მე უკვე აქ ვარ, სტამბოლში, ყველაფერი გავაკეთე - ფოტოები, სურათები, გადაღებები. ალბათ უკვე ხვალ ანკარაში დავიწყებთ კეთებას... ანკარასა და ანტალიაში... მერე ვნახოთ. ეს არის საელჩო ძმაო... კიდევ ძმები შეათვალიერებენ ასეთ ადგილებს, საელჩოებს, ძლიერადაა დაცული, მაგრამ ფოტოებსა და ვიდეოებშიც ნახავ, ძმაო. ჩვენ ისეთი ადგილები უნდა მოვძებნოთ, რესტორნები, სადაც ისინი იკრიბებიან, ასეთი ადგილები არის. ყველაფერი იმიტომ, რომ ზამთარია... მოკლედ, თუ რამეა, საქართველოშიც გავაკეთებთ. ეს საერთოდ აქვეა ძმაო. ვიცი, სიცხე უფრო მეტად თუ იქნება ... საქართველო... თურქეთში... არ იქნება ამერიკელებით სავსე სასტუმროები.

ვიდეოები...იქიდან... ეს ჯერჯერობით ჩვენს შორის დარჩეს. ძმები უსაქმოდ რომ არ იყვნენ... ჩვენ იქ გვყავს ძმები... იმათაც გადაიღონ ფოტოები, ვიდეოები და აგიხსნიან იქიდან. მე რაც მითხრეს, აქ მე ვათვალიერებ რესტორნებსაც, ამასაც, იმასაც და საელჩოები... ანკარაში, ანტალიასა და სტამბოლში, ყველგან ვიქნები. გაკეთებით ერთი უკვე გავაკეთე... აქ მე დავამთავრე, მაგრამ რაღაც წერტილები ვერ ვიპოვე ... ძმები ათვალიერებენ ყველაფერს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვიქნებით, როგორც კი მზად იქნება, გამოგიგზავნი... ", - ამბობს აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.