16 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
29.06.2018 / 14:06
შრიფტის ზომა:

კანონმდებლობით 32.5 გრადუსს ზემოთ ჰაერის საშუალოცვლური ტემპერატურის პირობებში ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს

მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, სამუშაო ადგილებზე 32.5 გრადუს ცელსიუსზე ზემოთ ჰაერის საშუალოცვლური ტემპერატურის პირობებში მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული.

საუბარია მთავრობის მიერ 2014 წლის 15 იანვარს მიღებულ №69 დადგენილებაზე და აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებზე.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანება განმარტავს, 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს სწორედ იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს ამტკიცებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დოკუმენტის თანახმად, სიცხეში მუშაობა ასეთი ინტენსივობითაა დაშვებული: იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშაობა 32 გრადუს ცელსიუსზე, დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული.

იმათთვის კი, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სირთულესთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანით და გადაადგილებით, რომელსაც თან ახლავს მძიმე და დიდი და ზომიერი ფიზიკური დაძაბვა (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული, შემდუღებელი საამქორები, საგლინავი, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული საწარმოები, ხელით ჭედვის პროცესს, საჩამომსხმელო საამქროებში ხელით დატენვა და ჩასხმა) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზღუდოს.

საათობრივი შეზღუდვა მძიმე სამუშაოს შემსრულებელთათვის დაწესებულია 26 გრადუს ცელსიუსიდან. საათობრივი რეჟიმი უნდა დაიცვან საოფისე და შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებმა 28 გრადუსიდან ზევით.

მკითხველის კომენტარები
(6)

Daro.
02 ივლისი , 2018 22:07

ჩვენთან მინაში 45 გრადუსია ტემპერატურა და მინაშიცაა პროფკავშირი.რატომ არ ახდენენ ამაზე რეაგირებას?45გრადუსი ქალები სადაც ვმუშაობთ მანდაათან ფიზიკური დატვირთვაც გვაქვს და 12 საათიანი გრაფიკით ვმუშაობთ.

02 ივლისი , 2018 09:07

რომელ კანონზე გვაქვს საუბარი ხალხო.რით ვერ ხვდებით,რომ საუბარი საქართველოზეა სადაც უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ რომელ სამართალზე და კანონზე გაქვთ მოთხოვნა? კიდევ ვერ ხვდებით რომ მასხარად გვიგდებენ?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კანონმდებლობით 32.5 გრადუსს ზემოთ ჰაერის საშუალოცვლური ტემპერატურის პირობებში ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს | Allnews.Ge