17 ხუთშაბათი - 2025, აპრილი

როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა საქართველოში? | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა საქართველოში?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.

სააგენტოს ცნობით, 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +40, +43 გრადუსს მიაღწიოს; ხოლო დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.