საზოგადოება
12.05.2018 / 12:05
შრიფტის ზომა:

თინა ხიდაშელი - ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე

თინა ხიდაშელი - ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე. აღნიშნულის შესახებ ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე წერს.

"ქართული სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა კლავს, აშანტაჟებს, აუბედურებს ახალგაზრდებს;

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ღამის კლუბში შეიარაღებული სპეცრაზმი ძალიან საშიში და შსს-ს უსურობის დამადასტურებელი ქმედებაა; ეს სადამსჯელო ოპერაციაა, უფრო დასაშინებელი, ვიდრე კონკრეტულ დამნაშავეებთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიება, არადა გუშინ ერთი საათი გვიხსნიდნენ ის ქვეყანა აღარ ვართო; ასეთი ქმედებები კლავს პოლიციის ავტორიტეტს. მერე იძახეთ არავინ თანამშრომლობსო", - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-ს ცნობით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, "რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი".

მკითხველის კომენტარები
(1)

გიორგი
02 ივლისი , 2018 07:07

:( ჩანაწერის ავთენტურობა რით მტკიცდება???

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"კვირის პალიტრა" საქართველოს ხელისუფლებისადმი ახმედ ჩატაევის მუქარის შემცველ გზავნილს აქვეყნებს | Allnews.Ge

"კვირის პალიტრა" საქართველოს ხელისუფლებისადმი ახმედ ჩატაევის მუქარის შემცველ გზავნილს აქვეყნებს

არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან, - ასეთი შინაარსის აუდიოგზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ახმედ ჩატაევისგან 2014 წლის ივლისში მიიღო. აღნიშნულ გზავნილს გაზეთი "კვირის პალიტრა" ავრცელებს. ახმედ ჩატაევის მუქარის მიზეზი კი 2014 წლის 14 ივნისს საქართველოში "ისლამური ხალიფატის" წარმომადგენლის, აიუფ ბორჩაშვილის დააკავება გახდა, რასაც იმავე დღეს პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მოჰყვა. ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობა, ასევე 2014 წლის 4 აპრილს 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში საომრად გაგზავნა ედებოდა ბრალად. ახმედ ჩატაევი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდა და ულტიმატუმს უყენებდა.

"ისინი, რომლებიც თქვენ დააკავეთ და ციხეში ჩასვით, აიუფი და მასთან ერთად სხვებიც, საქართველოს წინააღმდეგ არაფერს აკეთებდნენ. ამიტომ აიუფი, თემო მოჭიდავე და სხვები გამოუშვით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გაითვალისწინებთ თქვენი ქვეყნის კომფორტისთვის, სად და როგორ მიგვიწვდება ხელი... ჩვენ შემდეგ პარასკევამდე დავიცდით, თუ ჩათვლით საჭიროდ, გვიპასუხეთ, თუ არადა, იმასაც გავიგებთ... ამის შემდეგ არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან", - ამბობს ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებისადმი აუდიოგზავნილში.

იხილეთ სტატია სრულად