
სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება დაიხურა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საპატიმრო სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დახურა. როგორც მინისტმა განაცხადა, მეშვიდე დაწესებულება ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც ძალიან ცუდი პირობების მქონე დაწესებულება და ყველა მის სწრაფად დახურვას ითხოვდა.
"ჩვენ დავხურეთ მეშვიდე დაწესებულება. სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მონიტორინგის წევრების ანგარიშებში იყო მოხვედრილი ეს დაწესებულება, როგორც ერთ-ერთი ძალიან ცუდი დაწესებულება. ბოლოს, როდესაც CPT იყო ჩამოსული საქართველოში, იმანაც აღნიშნა საკუთარ დასკვნაში, რომ ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს, რაც შეიძლება მალე. გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახდინეთ სწრაფი დახურვა, სანამ ახალ დაწესებულებას არ ავაშენებდით, მაგრამ გავაუქმეთ ქვედა სართულები, სადაც პრაქტიკულად ჰაერი არ შემოდიოდა. ბოლოს ჩვენ აქ გვყავდა 9 ადამიანი ზედა სართულებზე და დღეს ეს 9 ადამიანიც გადაყვანილია ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში. იმედი მაქვს, საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულებები აღარ იარსებებს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისივე თქმით, პატიმრები ამ დაწესებულებიდან ახალ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც დაახლოებით 25 პატიმარზეა გათვლილი.
"ახალი დაწესებულება დაახლოებით 25 კაცზე გაიხსნა. სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო იყო, რომ კომპაქტური დაწესებულება ყოფილიყო, რადგან აშკარა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებლები, ვგულისხმობ ე.წ. კანონიერ ქურდებს, ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა იყვნენ განცალკევებით სხვა პატიმრებისგან, რათა მეტ-ნაკლებად შევძლოთ და მათი გავლენები არ გაფართოვდეს. ამიტომ ვარემონტებდით ცალკე დაწესებულებას, რომ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები და "კანონიერი ქურდები" ყოფილიყვნენ ცალკე, რომ თავიანთი გავლენებით არ შეეწუხებინათ სხვა პატიმრები", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება დაიხურა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საპატიმრო სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დახურა. როგორც მინისტმა განაცხადა, მეშვიდე დაწესებულება ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც ძალიან ცუდი პირობების მქონე დაწესებულება და ყველა მის სწრაფად დახურვას ითხოვდა.
"ჩვენ დავხურეთ მეშვიდე დაწესებულება. სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მონიტორინგის წევრების ანგარიშებში იყო მოხვედრილი ეს დაწესებულება, როგორც ერთ-ერთი ძალიან ცუდი დაწესებულება. ბოლოს, როდესაც CPT იყო ჩამოსული საქართველოში, იმანაც აღნიშნა საკუთარ დასკვნაში, რომ ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს, რაც შეიძლება მალე. გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახდინეთ სწრაფი დახურვა, სანამ ახალ დაწესებულებას არ ავაშენებდით, მაგრამ გავაუქმეთ ქვედა სართულები, სადაც პრაქტიკულად ჰაერი არ შემოდიოდა. ბოლოს ჩვენ აქ გვყავდა 9 ადამიანი ზედა სართულებზე და დღეს ეს 9 ადამიანიც გადაყვანილია ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში. იმედი მაქვს, საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულებები აღარ იარსებებს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისივე თქმით, პატიმრები ამ დაწესებულებიდან ახალ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც დაახლოებით 25 პატიმარზეა გათვლილი.
"ახალი დაწესებულება დაახლოებით 25 კაცზე გაიხსნა. სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო იყო, რომ კომპაქტური დაწესებულება ყოფილიყო, რადგან აშკარა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებლები, ვგულისხმობ ე.წ. კანონიერ ქურდებს, ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა იყვნენ განცალკევებით სხვა პატიმრებისგან, რათა მეტ-ნაკლებად შევძლოთ და მათი გავლენები არ გაფართოვდეს. ამიტომ ვარემონტებდით ცალკე დაწესებულებას, რომ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები და "კანონიერი ქურდები" ყოფილიყვნენ ცალკე, რომ თავიანთი გავლენებით არ შეეწუხებინათ სხვა პატიმრები", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.
მკითხველის კომენტარები
(0)