
პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში ქართული პასპორტი 74 პოზიციით დაწინაურდა
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში ქართული პასპორტი 74 პოზიციით დაწინაურდა. გასულ წელს ქართული პასპორტი 89-ე პოზიციას იკავებდა, წელს კი ის მე-15 ადგილზეა.
ინდექსის მიხედვით, საქართველოს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოშია შესაძლებელი, 33 ქვეყანაში ვიზა გაიცემა საზღვარზე, 108 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია და ახალი ზელანდია იკავებენ. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს დღესდღეობით 116 ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ.
იაპონიასა და ახალ ზელანდიას ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ირლანდია და სამხრეთ კორეა მოჰყვებიან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 1500 სომხური სატვირთო მანქანა დგას, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადააქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნეს, ამის მიზეზი ის არის, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც რიგის დაჯავშნას ითვალისწინებს.
"სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო ქართველ და რუს კოლეგებს ეკონტაქტება აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად", - წერს სომხური მედია.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ცნობით კი, რუსეთი ყაზბეგის მიმართულებით სატვირთო მანქანების მიმოსვლას მე-6 დღეა შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლარსის გამშვებმა-პუნქტმა ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლები სატვირთო ავტომობილი გაატარა.
"მეექვსე დღეა შეზღუდვებით ვმუშაობთ იმიტომ, რომ რუსული მხარე არ ატარებს იმ რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რა რაოდენობის გატარებაც შეუძლია ამ საბაჟოს. დღე-ღამის განმავლობაში ზოგადად თუ მოძრაობს 500-600 სატვირთო მანქანა, ახლა 24 საათის განმავლობაში 250-ზე მეტი არ გაატარა. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ არის ტურისტული სეზონი და მათთვის პრიორიტეტულია ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უცნობია, როდის აღდგება საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩვეული რეჟიმით მუშაობა, რადგან რუსული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის.
"როდის აღდგება ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ამასთან დაკავშირებით არ ამბობენ არაფერს. ჩვენ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა შევთავაზეთ, თუმცა უშედეგოდ," - განაცხადა მან.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გამტარი ზოლებიც შეზღუდულად მუშაობს და ამ დროისათვის საქართველოს მხარეს 600-მდე სატვირთო რუსეთის მიმართულებით გასვლას ელოდება.
"ამ წუთისთვის 600-მდე სატვირთო მანქანა ელოდება გასვლას. არ ვიცით, რა რაოდენობის მანქანებია რუსეთის მხარეს დაგროვილი, რომლებიც აქეთ გამოსვლას ცდილობენ. ჩვენ არანაირი ტექნიკური შეფერხება არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებული ვართ მეზობელ ქვეყანაზე - რუსეთზე, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოს" - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(0)