31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.07.2018 / 07:07
შრიფტის ზომა:

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის 1 წლის შედეგები - რამდენ მძღოლს შეუჩერდა მართვის უფლება?

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 28 ივნისამდე მინიჭებული ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება 24 პირს 12 თვით შეუჩერდა.

კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით მართვის მოწმობაზე ქულები მძღოლებს 24 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ამოეწურათ, რამაც საბოლოო ჯამში მართვის უფლების შეჩერება გამოიწვია. კერძოდ:

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 5 შემთხვევა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მძღოლის მიერ საგზაო ნიშანთან ან მონიშვნასთან დაკავშირებული დარღვევები, ასევე ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციის სარგებლობის წესების დარღვევა. ამასთან, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის ან საჭაპანო სტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ასევე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც საგზაო მოძრაობას აფერხებს ან მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს - 4 შემთხვევა.

მძღოლის მიერ მობილური კომინიკაციის საშუალებით სარგებლობა - 4 შემთხვევა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა - 3 შემთხვევა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის წლის განმავლობაში განმეორებით გადაკვეთა - 2 შემთხვევა.

წლის განმავლობაში, განმეორებით ავტომობილის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება არ აქვს ან სხვა დარღვევებისათვის აქვს ჩამორთმეული, ასევე სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება - 2 შემთხვევა.

ისეთი ავტომობილის მართვა, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არ არის - 1 შემთხვევა.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც საავარიო ვითარების შექმნა ან საცობის წარმოქმნა მოჰყვა - 1 შემთხვევა.

მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, ასევე პრიორიტეტული ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა და გავლის უპირატესობის მქონე სატარანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა - 1 შემთხვევა.

ავტომობილით გადაყვანისას ბავშვთა უსაფრთხოების წესების დარღვევა - 1 შემთხვევა.

შეგახსენებთ, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

მკითხველის კომენტარები
(6)

ლადო - გიას
06 ივლისი , 2018 06:07

წაკითხულიდან აზრის გამოტანასაც თუ ნიჭი უნდოდა არ ვიცი. სათაურშივე წერია: 1 იანვრიდან 28 ივნისის ჩათვლით 24 მძღოლს ჩამოერთვა მართვის უფლება. იმდენი დარღვევა ჰქონდათ, რომ 100 ქულა ამოწურეს<br />დანარჩენი ვის რამდენი დარღვევა დაუფიქსირდა, მაგის შესახებ არავინ საუბრობს. არ უწერიათ

რიგითი მძღოლი
05 ივლისი , 2018 18:07

ვინც ერთხელ მაინც მჯდარა საჭესთან და თბილისში 1 დღე მაინც უვლია მანქანით, მიხვდება რამდენად სულელურად ჟღერს რომ 1 წლის განმავლობაში 24 მძღოლზე მეტს არ ჩამოერთვა მართვის მოწმობა, თან ისიც 12 თვით. სრული მარაზმია, რამდენი ილაპარაკეს ამ უსაფრთხოების წესებზე და დღე არ გავა რო საავარიო სიტუაციაში არ აღმოვჩნდე ვიღაც უპასუხისმგებლო ნაძირლის გამო, და არასოდეს დამინახავს პატრულს გაეჩერებინოს რომელიმე, მაშინაც კი როცა პატრულის თვალწინ ხდება ეს დარღვევა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის 1 წლის შედეგები - რამდენ მძღოლს შეუჩერდა მართვის უფლება? | Allnews.Ge