19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.07.2018 / 12:07
შრიფტის ზომა:

რას ჰყვება სოფელ ჭუბერის მცხოვრები, რომელიც ოჯახთან და თანასოფლელებთან ერთად მთაზეა გახიზნული?

სოფელ ჭუბერის მცხოვრებთა განმარტებით, მდინარის ადიდება და ხიდების მოგლეჯისა და წყლის სოფელში შევარდნის პროცესი დაახლოებით დღის 12 საათის შემდეგ დაიწყო.

სოფლის მცხოვრების, აჩიკო ცინდელიანის ინფორმაციით, მას თანასოფლელებმა დაურეკეს და შეატყობინეს, რომ სოფელს წყლის დიდი ტალღა უახლოვდებოდა და ტერიტორია სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა.

როგორც აჩიკო ცინდელიანმა Allnews.ge-ს განუმარტა, 4 ივლისს ღამით სოფელში უხვი ნალექი მოვიდა, შედეგად, მდინარე ნენსკრა ადიდდა და ჯებირები წაიღო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"დაგუბებული წყალი წამოვიდა, ხიდები მოგლიჯა, ჩვენთან სახლში შემოვარდა. ამჟამად, სოფელში ვართ ჩარჩენილები, გასასვლელი გზა ჩაკეტილია, ვერ ვეკარებით იქით მხარეს, სანამ არ ჩაწყნარდება. არ ვიცი, კიდევ განმეორდება თუ არა. დარეკეს, ახალი ტალღა კიდევ წამოვიდაო, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დაიტბორა, სახლები ალაგ-ალაგ კუნძულებივითაა დარჩენილი, ხალხი გახიზნულია, ბევრ ადგილას შესულია წყალი", - განმარტა მან.

ჭუბერის მცხოვრების ინფორმაციით, სოფელში, მაღლობზე ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან გახიზნულები და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდებიან, რადგან მდგომარეობა შეიძლება, კიდევ უფრო გაუარესდეს.

"მთაზე ვართ ასულები. მე ჯერჯერობით მსხვერპლთან დაკავშირებით არაფერი მსმენია, არავის დაურეკავს ჩემთან ამ თემაზე. მოვითხოვეთ, რომ ბავშვებით ვართ, გზის პირას და დაგვეხმარონ. არ მიგვიღია პასუხი, გზა არის ჩახერგილი, თუ გააკეთებენ ალბათ შემოვლით გზას ან ვერტმფრენით გაყვანა მოგვიწევს" - განმარტა აჩიკო ცინდელიანმა.

ჭუბერის კიდევ ერთი მცხოვრების, მირზა ქალდანის თქმით, დაახლოებით დღის 12 საათზე, როცა ჭუბერიდან მესტიისკენ გადაადგილდებოდა, სტიქიის დასაწყისს შეესწრო. როგორც მირზა ქალდანი იხსენებს, მდინარე დაახლოებით დილის 09:00 საათზე უკვე ადიდებული იყო.

"დილიდანვე ადიდებული იყო, დილით 09:00-დან დაიწყო. როგორც ჩანს, გზა იყო ჩახერგილი და წყალმა გამოაგნგრია, მას მერე წამოვიდა ძალიან დიდი მასა, გზაზე ვიყავი იმ პერიოდში. ჰესის მშენებლობა სადაც უნდა იყოს, იქ ჯერჯერობით არაფერი მომხდარა, იმის აქეთ არის ოკრილის შენაკადი, ის შენაკადი ყოფილა ჩახერგილი. როგორც სასაზღვრო პოსტზე მყოფებმა მითხრეს, ისინი წამოსულან პოსტიდან, ხიდზე და მაშინ დაუნახავთ, რომ ოკრილიდან წამოსულა დიდი ნაკადი და ყველაფერი ამით დაიწყო", - იხსენებს მირზა ქალდანი.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ზვიად ფილფანი ავრცელებს.

სოფელ ჭუბერის მკვიდრის, გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო. როგორც ჩხვიმიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დილით მოსახლეობის დასახმარებლად მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა, თუმცა ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და უკან გადმოსვლას ვეღარ ახერხებს.

"საბედნიეროდ, არ გვაქვს ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ხალხს სახლები და მიწის ნაკვეთები წაართვა. ყველა ხიდი წაიღო ორის გარდა, რაც სოფელში არსებობდა. მოსახლეობა ამ სტიქიასთან ბრძოლაში ერთმანეთს ვეხმარებით. დილით გადმოვედი ხალხის დასახმარებლად. მდინარემ ხიდი წაიღო და დავრჩი აქ. ახლა უსაფრთხოდ ვართ, თუმცა მდინარის მეორე ნაპირას ვცხოვრობ. იქით რა ხდება, არ ვიცი. ვრეკავთ 112-ში და გვეუბნებიან მოვალთო. მთელი ღამე წვიმდა და 10 საათის განმავლობაში გუბდებოდა ეს მასა, დილით კი გადმოხეთქა. ეს იცით რამ გამოიწვია? - ე.წ ნენსკრაჰესის მშენებლობამ. ამდენჯერ რომ შეუცვალეს კალაპოტი და ნაგავი ჩაყარეს. ხალხი დატოვა ქვაზე. ასეთი კარგი მთავრობა გვყავს", - განაცხადა გარი ჩხვიმიანმა.

"სოფელი ორადაა გაყოფილი, ხალხი პანიკაშია, წაღებულია ყველა ხიდი" - სოფელ მესტიის მაჟორიტარი

ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდებისა და მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რას ჰყვება სოფელ ჭუბერის მცხოვრები, რომელიც ოჯახთან და თანასოფლელებთან ერთად მთაზეა გახიზნული? | Allnews.Ge