31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
06.07.2018 / 07:07
შრიფტის ზომა:

გენგეგმის ავტორები მერიას, თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად გადაქცევის რეკომენდაციით მიმართავენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორები მერიას თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად განვითარებას სთავაზობენ. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დედაქალაქს ინტერნეტის, მზის და ქარის ენერგიების გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს.

"ჭკვიანი ქალაქი, ე.წ. სმარტ ქალაქი გულისხმობს დედაქალაქში ინტერნეტის, ასევე, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. ინტერნეტი მეტ-ნაკლებად არის ქალაქში, მაგრამ "სმარტ ქალაქში", როგორც წესი, ბევრი რამ წყდება ინტერნეტის გამოყენებით. მაღაზიები საერთო ქსელში უკავშირდებიან ერთმანეთს და მომხმარებელს აქვს გამარტივებული წვდომა პროდუქტზე, გამარტივებულად ხდება ვაჭრობა, რაც ჩვენთან არ არის. გარდა ამისა, თბილისი არაფრის ენერგიას არ იყენებს, არც ქარის, არც მზის ენერგიას, რომელიც ასევე ეფექტურად შეიძლება გამოიყენოს, ამის პოტენციალი თბილისს აქვს, ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მერიამ სტრატეგია შეიმუშაოს", - განაცხადა სალუქვაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისის მერიას ჭკვიანი ქალაქის (ე.წ. სმარტ სითი) სტრატეგიის შესამუშავებლად 2020-2021 წლები აქვს განსაზღვრული, რითაც, გენგეგმის ავტორები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით მართვის სისტემის გაუმჯობესება და ურბანული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება მოხდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გენგეგმის ავტორები მერიას, თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად გადაქცევის რეკომენდაციით მიმართავენ | Allnews.Ge