27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
09.07.2018 / 11:07
შრიფტის ზომა:

"და­მი­რე­კა დი­ლით, ვე­სა­უბ­რე, დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, ტუ­რის­ტე­ბი და­ხო­ცე­სო" - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი სოფელ წილკანიდანაა. "ქრონიკამ" მისი ოჯახის წევრები ჩაწერა, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ მ.კ-ს ბრალეულობას.

"დარწმუნებული ვარ, მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა. ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიკვლიონ წესიერად და გამაგებინონ, რა ხდება. დარწმუნებული ვარ, ეგ ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. 7 ივლისს დამირეკა დილით, ვესაუბრე, მოვიკითხე, როგორ ხარ-მეთქი და ძალიან კარგად ვარო, მაგრამ დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო. ბევრი ხალხი ტრიალებს აქო და ეგ იყო ჩვენი ლაპარაკი" - ამბობს ბრალდებული მწყემსის დედა.

"გამოვრიცხავ ამას. აი, მეტირება... ბავშვი ისე გაიზარდა, გამარჯობა რომ ეთქვა, ეგეც ერიდებოდა, ისეთი საცოდავი ბავშვი იყო. მამა ავადმყოფი ჰყავს, გაჭირვებული ოჯახია, წავიდა იქ იმის გულისთვის, რომ ოჯახს ლუკმა მივაწოდოო" - ამბობს "იმედთან" საუბარში სოფელ წილკნის მცხოვრები.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შსს-მ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მ.კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"და­მი­რე­კა დი­ლით, ვე­სა­უბ­რე, დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, ტუ­რის­ტე­ბი და­ხო­ცე­სო" - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა | Allnews.Ge