ლენტეხში ხანძარს ებრძვიან - ემუქრება თუ არა მოსახლეობას საფრთხე? | Allnews.Ge

ლენტეხში ხანძარს ებრძვიან - ემუქრება თუ არა მოსახლეობას საფრთხე?

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ხანძრის შედეგად, 2.5 ჰა ფართობი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

"ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.