საზოგადოება
17.03.2018 / 09:03
შრიფტის ზომა:

გუდაურში, საბაგიროზე დაშავებული ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება

გუდაურში, საბაგიროზე დაშავებული ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება

შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, ორსულობის მხრივ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არაა, - ამის შესახებ "მედიქლაბ ჯორჯიას" სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ განაცხადა. გოცაძემ პაციენტის დაზიანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ხერხემლის ბლაგვი ტრავმა აქვს.

"გუდაურიდან გუშინ გადმოყვანილი შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. დღეს განმეორებითი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ, თუ მისი მდგომარეობა ცვლილების გარეშე იქნება, შესაძლებელი გახდება მისი ბინაზე გაწერა და თავის ქვეყანაში ტრანსპორტირება. ორსულობის მხრივ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა გოცაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ, სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალბატონია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად "მედიქლაბში" მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კიდევ ერთი ავარია გომბორზე ბოლო 1 თვის განმავლობაში - არის მსხვერპლიც | Allnews.Ge

კიდევ ერთი ავარია გომბორზე ბოლო 1 თვის განმავლობაში - არის მსხვერპლიც

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გომბორის უღელტეხილზე ერთამანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი კიდევ სამი მგზვარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.