05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"საჭესთან თეონას მამა იჯდა და არა მიმი" - ვინ იყო 24 წლის ბიჭი, ვინც ჩვილ შვილებთან ერთად აჭარაში ავარიას ემსხვერპლა? | Allnews.Ge

"საჭესთან თეონას მამა იჯდა და არა მიმი" - ვინ იყო 24 წლის ბიჭი, ვინც ჩვილ შვილებთან ერთად აჭარაში ავარიას ემსხვერპლა?

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ, რა დროსაც მამა და 6 თვის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. უკიდირესად სავალალოა ქვეყანაში ავტოკატასტროფების სტატისტიკა, ასევე ავარიების შედაგად გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი. ტრაგედია ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოკატასტროფის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრება:

- უდიდესი უბედურება დატრიალდა ჩვენ თავს. ვისაც ეს ოჯახი არ უნახავს, ვერ წარმოიდგენს, როგორ უყვარდათ, როგორ ეფერებდნენ ერთმანეთს, რა სასოებით ელოდნენ ამ ბავშვებს, რა დიდხანს არჩევდნენ მათ სახელებს - სესილისა და ნინის... ახლა კი ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გაქრა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების გამო დატრიალდა, რომელითაც ხუთი ადამიანი მგზგავრობდა. ავტოკატასტროფისას კი საჭესთან გარდაცვლილი ჩვილების მამა იჯდა.

- მსუბუქ ავტომანქანში ნამდვილად ხუთი ადამიანი იყო: 25 წლის თეონა იაკობაძე და ამავე ასაკის მისი მეუღლე, მიმო ივანიაძე და მათი ტყუპი გოგონები - ორივე ცალ-ცალკე ეტლით. მანქანაში ასევე იყო, თეონას მამა მერაბ იაკობაძე. სწორედ ის იჯდა საჭესთან და არა მიმო. განაგრძეთ კითხვა