როგორ დავიცვათ ზაფხულის სიცხეში თვალი გამოშრობისგან?
სხეულის დასივება, კანის გამოშრობა, ორგანიზმის სითხისგან გამოფიტვა, თვალების სიმშარალე და სიწითლე - ეს ზაფხულის სიცხით გამოწვეული პრობლემების ნაწილია. მათთან გამკლავება მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა სიცხესთან ბრძოლის ერთი უნიკალური საშუალება არსებობს. ეს არის დიდი რაოდენობით სითხის მიღება. წყალი ორაგანიზმს გამოფტივისგან იცავს. თუმცა მაღალი სიცხის დროს და განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ადამიანს ამ პირობებში უწევს მუშაობა ან მუდმივად, გარეთ სიცხესა და შენობაში კონდიციონერთან ყოფნის მონაცვლეობაში უწევს დროის გატარება, ბევრი წყლის დალევა საკმარისი აღარ არის. ამ დროს დახმარება თითოეულ ორგანოს ინდივიდუალურად სჭირდება. განსაკუთრებით საყურადღებო კი თვალებია, რადგან თვალის გამოშრობა მხედველობასთან დაკავშირებული სხვა უამრავი პრობლემის საწინდარი შეიძლება გახდეს.
თვალი რომ არ გამოგიშრეთ, გაითვალისწინეთ:
- ეცადეთ, მაქსიმალურად ხშირად ახამხამოთ თვალები. თვალის დახამხამება გამოშრობისგან გიცავთ. ზაფხულის დღეებში მზეც და კონდიციონერიც ისედაც აშრობს თვალს და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ თვალი ხშირად დაახამხამოთ და მას დატენიანების მეტი შესაძლებლობა მისცეთ.
- იხმარეთ კარგი სათვალე, რომლის შუშაც მზის სხივს თქვენს თვალამდე არ მიუშვებს. დაუცველი თვალი მზეზე სიარულის დროს, განსაკუთრებით კი თბილისის ქუჩებში, სადაც ჰაერი მანქანის გამონაბოლქვით მეტად დაბინძურებულია, განსაკუთრებულად შრება, შედეგად კი იწყება თვალის ქავილი და სიწითლე.
- დაიტენიანეთ თვალი სპეციალური წვეთების საშუალებით. ამ დროს უმჯობესია გამოიყენოთ საშუალება, რომელიც მრავალმხრივ ეფექტურია. სასურველია, მას დამატენიანებელი ეფექტის გარდა, ჰქონდეს: ცრემლის ფენის და ცრემლის ოპტიკური მონაცემების აღმდგენი და ეპითელიზაციის პროტექტორული თვისება და ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
- თვალის დამატენიანებლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული "როტო აისია". მისი 1-2 წვეთი მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში თქვენს თვალს გამოშრობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოუსხნის. სიმშრალის გარდა, "როტო აისს" ზღვის კურორტებზე მარილიანი წყლიდან ამოსვლის შემდეგ სიწითლის მომხსნელი, ანტისეპტიკური მოქმედებაც გააჩნია. პრეპარატი შემდეგ პრობლემებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ: მშრალი თვალი, დაუზუსტებელი გენეზის თვალის სიწითლე,შეშუპება, წვის შეგრძნება, ქავილი, ცრემლდენა, დაუზუსტებელი ალერგია, გარე სამყაროს დაბინძურებით გამოწვეული თვალის დაზიანება, თვალის ტრავმა. "როტო აისი" შექმნილია იაპონიაში უახლესი ტექნოლოგიით. წვეთები არის ხანგრძლივად მოქმედების. მას 8 საათიანი მოქმედება აქვს. პრეპარატის გამოყენება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია. ინიშნება 12 წლის ასაკიდან.
აღნიშნული რჩევების გათვალისწინებით, თქვენს თვალს ზაფხულში დამატებითი პრობლემებისგან დაიცავთ. თუმცა თუ მაინც ხვდებით, რომ თვალის გამოშრობა მაქსიმუმს აღწევს და ის სერიოზულ პრობლემად გარდაიქმნება, აუცილებელია, ექიმის ინდივიდუალური კონსულტაციის მიხედვით იმოქმედოთ.