
ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც სარალიძემ შალვა თადუმაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მიიღო პირობა მთავარი პროკურორისგან, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ზაზა სარალიძის შეფასებით, პროკურატურაში გამართული შეხვედრა, რომელსაც მისთვის უცნობი მიზეზებით, საქმის პროკურორები არ ესწრებოდნენ, კონსტრუქციულად წარიმართა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"სამწუხაროდ, საქმის ახალი პროკურორები არ ესწრებოდნენ შეხვედრას, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და ველოდი კონკრეტულ პასუხებს. მაგრამ შევხვდი ახალ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრე ამ დეტალებზე. შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს. შეხვედრა კონსტრუქციული იყო", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ შეიძლება, ვინაიდან ახალი პროკურორი საქმის დეტალებს ამ ეტაპზე ეცნობა. თუმცა იმედოვნებს, რომ უწყების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც სარალიძემ შალვა თადუმაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მიიღო პირობა მთავარი პროკურორისგან, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ზაზა სარალიძის შეფასებით, პროკურატურაში გამართული შეხვედრა, რომელსაც მისთვის უცნობი მიზეზებით, საქმის პროკურორები არ ესწრებოდნენ, კონსტრუქციულად წარიმართა.
"სამწუხაროდ, საქმის ახალი პროკურორები არ ესწრებოდნენ შეხვედრას, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და ველოდი კონკრეტულ პასუხებს. მაგრამ შევხვდი ახალ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრე ამ დეტალებზე. შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს. შეხვედრა კონსტრუქციული იყო", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ შეიძლება, ვინაიდან ახალი პროკურორი საქმის დეტალებს ამ ეტაპზე ეცნობა. თუმცა იმედოვნებს, რომ უწყების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.
მკითხველის კომენტარები
(1)
ეს ადამიანი ცოდოა, თუმცა საკუთარი უსაქციელობით კარიკატურულ პიროვნებას ემსგავსება. ყველამ გაოიყენა, პირველ რიგში ხელისუფლებამ!