საზოგადოება
22.07.2018 / 08:07
შრიფტის ზომა:

ლორა სმიტი ასფიქსიითაა გარდაცვლილი - გამოძიების დამატებით დეტალები

21 ივლისს, მედიასაშუალებებში ხადას ხეობაში გარდაცვლილი სმიტების ოჯახის წევრების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტები გავრცელდა. კვლევა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულში აღმოჩენილია მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დნმ, რაც სექსუალურ კავშირზე, სავარაუდოდ, გაუპატიურებაზე მიანიშნებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაიან და ქეილებ სმიტების მკვლელობის იარაღზე აღმოჩენილია 4 წლის ქეილების გენეტიკური პროფილი. დასკვნის მიხედვით, მას მიბჯენით ესროლეს.

"კვირის პალიტრას" სანდო წყარო გამოძიების დამატებით დეტალებზე უყვება:

"დადგენილია, რომ კობაურმა თავდაპირველად რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქეილები, თოფის მიბჯენით, ტყვიამ ბავშვს თავის ქალა ახადა. ამის შემდეგ კობაური ქალს გაეკიდა. ქალმა, ცხადია, ხეობაში გზები და ბილიკები არ იცოდა და გაქცევისას რაღაც კლდეს მიადგა, ვეღარსად წავიდა. ჩიხში მოექცეულს კობაური დაეწია და ჯერ გააუპატიურა და მერე, როგორც იკვეთება, წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო. დადგენილია, რომ ქალბატონი ასფიქსიითაა გარდაცვლილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კობაურმა ახალგარდაცვლილ, შიშველ ქალს თავისი მობილურით ფოტოები გადაუღო. როდესაც მაშველებმა ჩანჩქერში ქალის გვამი იპოვეს, მასზე ძალადობის ნიშნები ვიზუალურად ვერ ნახეს (ცხედარი ცივი წყალში იყო და არ ეტყობოდა).

კობაურმა სმიტების ფოტოაპარატის გადაგდება ვერ მოიფიქრა და ის ბავშვთან ერთად, თოვლის ზვავის ქვეშ არსებულ ქვაბულში ჰქონდა დამალული. სმიტების ფოტოაპარატში მათ მიერ გადაღებული ფოტო ნახეს, რომელზეც აღბეჭდილია თოფით მომავალი კობაური. გამოძიება ამჟამად მუშაობს იმაზე, დაადგინოს, მკვლელს ვინმე ხომ არ ეხმარებოდა, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით საეჭვო არავინ ჩანს (სავარაუდოდ, არც გამოჩნდება). წაიკითხეთ გაგრძელება

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი მალხაზ კობაურის დაცვას აღარ გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები
(10)

ია
27 ივლისი , 2018 09:07

მოტივი არ არსებობს ისეთი, რომ ამდენი ხალხი დაეხოცა მწყემს, მხოლოდ ქალის გაუპატიურებისათვის, თუ ეს ასეა, მაშინ ფსიქიურად შეურაცხადი ყოფილა.

M
23 ივლისი , 2018 18:07

Am ambis mere cudad var.kobauro gamwardi chemi gamwarebistvis.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ლორა სმიტი ასფიქსიითაა გარდაცვლილი - გამოძიების დამატებით დეტალები | Allnews.Ge