30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს ახალი ადვოკატი ჰყავს | Allnews.Ge

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს ახალი ადვოკატი ჰყავს

მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ალუდა ბუჩუკურმა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დღეს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა და ბრალდებულთან დაცვის სტრატეგია შეათანხმა.

ადვოკატმა არ ისურვა კონკრეტულ დეტალებსა და სტრატეგიაზე საუბარი და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მალხაზ კობაურს სამართალდამცველები ისევ დაჰკითხავენ.

"შევხვდი მას და შევათანხმე პოზიცია. მისი პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ ყოველგვარი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, ვიდრე გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას. თავად მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის. უახლოეს დღეებში მე კვლავ შევხვდები გამომძიებლებთან ერთად," - განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.

ხადას ხეობაში ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი 3 კვირის წინ მოკლეს. სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსია დაკავებული.