
პროტესტის ნიშნად, ასზე მეტი რესტორანი სრულად შეწყვეტს მუშაობას.
აღნიშნულის შესახებ რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ. მათივე ცნობით, ერთი დღით უარს ამბობენ გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომლებიც მუშაობას წყვეტენ, ასე გამოიყურება:
1. „შავი ლომი“; 2. „ტაკერია“; 3. „ხაშერია“; 4. „ლეგატო“;5. „ქეთო და კოტე“; 6. „კერა“; 7. „წისქვილი ჯგუფი“; 8. „მეგრული სახლი“; 9. „სტეიკ ჰაუსი“; 10. „ზ10“; 11. „ხამანწკა ბარი“; 12. „სულიკო“; 13. „თონე“; 14.“ბარბარესთან“; 15. „ტაბლა“; 16. „წისქვილი წყნეთი“; 17. „ბლექ დოგი“; 18. „მულენი“; 19. Number 8 Brewery & Bars; 20. „ზაზანოვა“; 21. woodstok; 22. Respublika Grill Bar; 23. „ონორე“; 24. „ბიკენტიას საქაბაბე“; 25. „მარანი“; 26. „მარანი ჰოლი“; 27. „ბურგერკლასიკო“; 28. „შტელცეს სახლი“; 29. „კაფე დისქავერი“; 30. „დოლჩე დი პარადიზო“; 31. „მწვანე ტერასა“; 32. „ღვინის ბარი საფერე“; 33. „რაჭის უბანი“; 34. „ჩიქენ გაიზ“; 35. „ვერიკო“; 36. „ეისიდ ბარი“; 37. „სოფია მელნიკოვას ფანტასტიური დუქანი“; 38. Chacha Time; 39. „თამთაკი“; 40. „ჯი.ვინო“; 41. Coffee LAB; 42. „ეკლერ დე ჟენი“; 43.“ გაგრა“; 44. „ბარი ქიქოძე“; 45. „შატროვანი“; 46. „პომოდორისიმო“; 47. „საბადურები“; 48. „სტრადა; 49. „ქენდი“; 50. „თავადური“; 51. „კუდები“; 52.“ხინკლის სახლი ივერონი“; 53. „კალინა“; 54. „ბინა 37“; 55. „გალა“; 56. „ტერა ვაინი“; 57. „დარაბები“; 58. „მზიურის კაფე“; 59. „ჩაის სახლი“; 60. „მაესტრო“; 61. „ლინვილი“; 62. „კახელები ბელიაშვილზე“; 63. „კახელები“ (ლილო); 64. Prospero’s Cafe 65. „რესტორანი ზალა“; 66. “პიანი ბაზარი“; 67. „წიბახა გეიმ ქლაბი“; 68. „სახელოსნო ბარი“; 69. „სესილია“; 70. „ჯაზზ როკ კაფე“; 71. „დედაენის ბარი“; 72. „ბარი მაკულატურა“; 73. „ბარი ათონელი“; 74. Barbar’a Gastro Bar; 75. „ბაბალე“; 76. „ჩაბას ჯაზ როკ კაფე“; 77. „მეობა“; 78. „დაფნა“; 79. „პიანო“; 80. „ფასანაური“; 81. „ბერნარდი“; 82. „შემოიხედე გენაცვალე“ (მარჯანიშვილზე); 83. Bernard Sushi 84. Cecilia City Cafe; 85. „სახაჭაპურე N1“; 86. „ჩვენი“; 87. Warsteiner 88.Chef Saradjeff; 89. „ბარი ჯეირანი“; 90. Success Bar; 91. Valiko Mansion; 92. RIKEze ;93. „ალიბი“; 94. „პაბი მაკლარენი“; 95. „ბარი ჯეირანი“; 96. „ბარაკონი“; 97. Lola's sweets; 98. „ქეთის ბისტრო“; 99.“ ვერის დუქანი“; 100. „მოზაიკა ბარი“; განაგრძეთ კითხვა
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სიცოცხლეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ელგანდაშვილმა განაცხადა.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა. ა.წ 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რის გამოც, ხსენებულ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია-მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", - განაცხადა გიორგი ელგანდაშვილმა.
რა ხდება ხაიშში, სადაც მოსახლეობა სპეცრაზმის გაყვანას ითხოვს
მისი თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე, დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ამასთან, ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.
„და ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და შეასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და გამოავლენს და აღკვეთს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებს. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ხელს აფარებს ამ დანაშაულს“, - დასძინა გიორგი ელგანდაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(9)
სცენაზე არტისტი შეიძლება უცნაური ჩაცმულობით გამოვიდეს,მაგრამ ქუჩაში ამის გადმოტანამ გარშემომყოფებში გულისრევა არ უნდა გამოიწვიოს.
ასეთ საკითხებზე გამოხმაურება არ უნდა იყვეს და მითუმეტეს სახალხოდ, არც იბეჭდებოდეს.