
მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა, რომლის მთავარ არსს მანდატურის სამსახურის რეფორმირება წარმოადგენს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუკი არსებობს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ. იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონი იცავს ბალანსს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ყველა უფლებამოსილება, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და ასევე მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 1 228 100 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დაახლოებით 352 245 ერთეული დიზელის ძრავიანია.
შინაგან საქმეთა სამინისტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სულ 1 228 100 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, მათგან 100 000 - სატვირთოა, 53 500 - სამგზავრო, 28 400 - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 4 400 - სპეციალური ტექნიკა, 11 400 - სპეციალიზებული და 1 030 300 - მსუბუქი.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო დიზელის ძრავიანი ავტომობილების იმპორტის პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნებას იწყებს 2016 წლიდან. კერძოდ, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია. 2017 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის შეჯამებული.
სატვირთო, სამგზავრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სპეც. ტექნიკა და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ერთად ჯამში შეადგენს 197 700 ერთეულს, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, რომ მთლიანობაში დიზელის საწვავის მომხმარებლები არიან.
რაც შეეხება მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს (1 030 300 ერთეული), მათგან დაახლოებით 15% ანუ დაახლოებით 154 545 ერთეული არის დიზელის საწვავზე მოძრავი.
ჯამში, დიზელის საწვავზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობა შეადგენს დაახლოებით 352 245 ერთეულს, რაც რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთო ოდენობის დაახლოებით 28-30%-ს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც "ინტერპრესნიუსს" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიაწოდა.
მკითხველის კომენტარები
(0)