01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
27.07.2018 / 10:07
შრიფტის ზომა:

სინოპტიკოსები ადგენენ, რამ გამოიწვია ნისლი თბილისში - ე.წ სმოგზე წერენ აზერბაიჯანშიც

თბილისში რამდენიმე საათია ე.წ. სმოგი შეინიშნება. როგორც ცნობილია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ნისლს ჯერ პრობლემები არ შეუქმნია.

ვადგენთ, რა არის შერეული ღრუბლებთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამა განუცხადა, რითაც თბილისში დაფიქსირებულ, სავარაუდოდ, ჰაერის დაბინძურების შემთხვევას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, არანაირ საფრთხესთან არ გვაქვს კავშირი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მიმდინარეობს დაზუსტების პროცესი, რა შეიძლება იყოს. ვადგენთ, რა არის შერეული ღრუბლებთნ. ვასზუსტებთ, რეალურად რასთან გვაქვს კავშირი. არაფერი ანომალია არ არის, ჩვეულებრივი პროცესია სიცხესთან დაკავშირებული. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ვაზუსტებთ, თუ რომელი ფაქტორია ამ შემთხვევაში", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

ნისლთან დაკავშირებით ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიაც ავრცელებს. როგორც haqqin.az-ი წერს, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე მტვრიანი ნისლის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, 26 ივლისს, დილის საათებში ბაქოსა და აფშერონში ჩრდილოდასავლეთის ქარი უბერავდა, რის შედეგადაც მტვერი გავრცელდა. დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთის ქარის შედეგად მტვრის შემცველობა ჰაერში გაიზარდა.

ეკოლოგების თქმით, ჰაერში გავრცელებული მტვრის დიდი მასა დაკავშირებულია თურქმენეთიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ნაკადებთან ერთად შემოსულ ნისლთან.

ფოტო: ელენე მეჩითოვა

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სინოპტიკოსები ადგენენ, რამ გამოიწვია ნისლი თბილისში - ე.წ სმოგზე წერენ აზერბაიჯანშიც | Allnews.Ge