ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურინირი მოიგო
ჰამბურგში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა, მიხაელ შტიხმა გადასცა.