
11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, გუშინ, თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, ხათუნა ჭოლიაშვილმა განუცხადა, ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, გუშინ, თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, ხათუნა ჭოლიაშვილმა განუცხადა, ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები
(0)