26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
31.07.2018 / 11:07
შრიფტის ზომა:

იქნება თუ არა აგვისტოს თვე წვიმიანი საზღვაო კურორტებზე - რას ამბობს ქართველი სინოპტიკოსი?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში აგვისტოს განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა და მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება მზე. ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში დამსვენებლები შეაშფოთა, აგვისტოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გადასამოწმებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას დავუკავშირდით.

"არის რამდენიმე უცხოური ვებსაიტი, რომელთა პროგნოზიც ხშირად არ ემთხვევა ჩვენთან არსებულ მდგომარეობას. მათ შევადარე ჩვენი პროგნოზი და ძალიან აცილებულია. www.accuweather.com, რომელიც ითვლის რეალურ პროგნოზს, არის ფასიანი, მაგრამ ეს ინფორმაცია გამოთვლილი იყო მოყვარულებისთვის და ნაკლებად გამართლებადია. გახსოვთ ალბათ, სწორედ უცხოური ვებსაიტები პროგნოზირებდნენ საქართველოში ცივ ზამთარს, ძლიერ ყინვას და -10 გრადუსს, თუმცა ასე არ მოხდა ხომ?", - ამბობს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, კლიმატური მონაცემებით, აგვისტოს თვეში საზღვაო კურორტებზე საშუალოად 10-11 დღე იქნება ხანმოკლე წვიმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"თუმცა ხანმოკლე არ ნიშნავს გადაუღებელ წვიმას, ტემპერატურის დაკლებას და ა.შ. მაგალითად ბათუმში, წვიმაა მოსალოდნელი 1-ლი აგვისტოდან, ხოლო ამინდი გაუარესდება 2-4 აგვისტოს, მაგრამ იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

წინა წლების მონაცემებით, სანაპირო რაიონებში ზოგან ტემპერატურა +40 გრადუსსაც უახლოვდებოდა ხოლმე, ამ წელს ასეთი მაღალი არ იქნება, აგვისტოში ტემპერატურა +28-+30 გრადუსი იქნება. აქვე გეტყვით, რომ +33, +35 გრადუსი ცუდია საზღვაო კურორტებისთვიის, რადგან იქ ჰაერი ნოტიოა და მგრძნობელობა იწევს. მართალია მაქსიმალური ატმოსფერული ტემპერატურა +33 გრადუსი კი ფიქსირდება, მაგრამ ადამიანს უჭირს სუნთქვა და გრძნობს, რომ უფრო მეტია ტემპერატურა, ასე რომ, არაფერი უჩვეულო არ ხდება. 30 დღის განმავლობაში შეიძლება გაწვიმდეს და გამოიდაროს, მაგრამ მთელი თვე ასე არ იქნება. საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ დათვლილი პროგნოზები ძალიან აცილებულია საქართველოს ამინდის პროგნოზთან და გამართლებადობა დაახლოებით 10%-20%-ია", - ამბობს დოდო გვაზავა.

მკითხველის კომენტარები
(3)

მმმ-ს
01 აგვისტო , 2018 09:08

აგვისტოს ირჩევენ ტიფლისელი სვეწკები.<br />ივლისში კი ბებიებთან წაღვერში და ცემში უშვებენ საყვარელ შვილიკოებს.<br /><br />ისე კი, ნამდვილი სვეტი სექტემბერში დადის.

Georgia
01 აგვისტო , 2018 07:08

ხო, გაიკეთეთ გული, კაია ... ავოე, გაუმარჯოს სირაქლემას ... როდის ვარგოდა ბათუმი კურორტად?! არანაირად არ არის მზად მაგისთვის ...

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იქნება თუ არა აგვისტოს თვე წვიმიანი საზღვაო კურორტებზე - რას ამბობს ქართველი სინოპტიკოსი? | Allnews.Ge