23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.08.2018 / 05:08
შრიფტის ზომა:

გაუპატიურების, ძარცვისა და ძალადობის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, დაკავებული პირი ტაქსის მძღოლია. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიმდინარე წლის 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა. ქალმა, ასევე, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ აცნობა და პატრულ-ინსპექტორებს მოძალადის - მისთვის უცნობი ტაქსის მძღოლის მონაცემებიც აღუწერა. ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი დ.ც. დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გაუპატიურების, ძარცვისა და ძალადობის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს | Allnews.Ge