მსოფლიო
24.06.2017 / 08:06
შრიფტის ზომა:

ქვეყნებს, რომლებიც თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე უარს ამბობენ, ვიზები შეეზღუდებათ

ქვეყნებს, რომლებიც თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე უარს ამბობენ, ვიზები შეეზღუდებათ

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეზღუდონ ვიზები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე, ვისაც ევროპაში თავშესაფრის უფლება არ აქვს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბანგლადეში და ნიგერია, ხშირად თავის მოქალაქეებს არ აბრუნებენ. ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერები ორდღიან სამიტზე ბრიუსელში შეთანხმდნენ, გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი, მათ შორის სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებისადმი - წერს "როიტერი".

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიზები მათ დასარწმუნებლად, რომ დაბრუნდნენ", - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი მიმართული იქნება ამ ქვეყნების მმართველი ელიტისადმი, რადგან მათ შეუძლიათ მისცენ თავს უფლება ევროპაში გაემგზავრონ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყვითელი სამარშრუტო ტაქსები დღეს აღარ გაიფიცებიან | Allnews.Ge

ყვითელი სამარშრუტო ტაქსები დღეს აღარ გაიფიცებიან

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიერ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, ვასილ ლორიამ განუცხადა, მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკითხების მოგვარებას დაჰპირდნენ.

"ჩვენ დაგვეკონტაქტნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ გვითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადავდგამდით, ნაცვლად პროტესტისა. მათ ასევე გვითხრეს, რომ შეგვხვდება კომპანიის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, დაგეგმილი პროტესტი ამ ეტაპზე გაუქმებულია", - განაცხადა ვასილ ლორიამ.

მანამდე ვასილ ლორიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც დღეს, მძღოლების ნაწილი გაფიცვას გეგმავდა. მისი თქმით, მძღოლები ითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, ლორიას თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადსა და 4 თვით მუშაობას ითხოვს.

"სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღოლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ, მივცეთ. რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს", - აცხადებდა ვასილ ლორია. მისივე ინფორმაციით, დღეს თბილისში მოქმედი სამი ავტოფარეხიდან ერთი, დიღმის ავტოფარეხი გეგმავდა გაფიცვას.

მძღოლების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "თბილისის მიკროავტობუსი" მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპოდენტის მიერ დასახელებული ციფრებია რეალური. "თბილისის მიკროავტობუსი" ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.