07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ ქართველი მეფეები ეწეოდნენ თრიაქს" - როგორ ეხმაურებიან სასულიერო პირები მარიხუანას მოწევის ლეგალიზებას? | Allnews.Ge

"არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ ქართველი მეფეები ეწეოდნენ თრიაქს" - როგორ ეხმაურებიან სასულიერო პირები მარიხუანას მოწევის ლეგალიზებას?

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გადაწყვეტილება. ამით ფაქტობრივად ერის განადგურება მოხდება, - ამის შესახებ დეკანოზმა, დავით ქვლივიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნარკოტიკები სულიერ დეგრადირებასა და ფიზიკურ განადგურებას იწვევს.

"ნარკომანია არის სატანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. სატანის რიტუალის მთავარი ნაწილია. როგორც მარხვა და ლოცვა ამზადებს ადამიანს წმინდა ზიარებისთვის, ნარკოტიკი ადამიანს პირდაპირ ამზადებს ეშმაკთან ურთიერთობისთვის. ეს იწვევს ადამიანის როგორც სულიერ დეგრადირებას, ასევე ფიზიკურ განადგურებას. არა მარტო პიროვნების, არამედ მთელი ერების", - განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზი ასევე გამოეხმაურა იმ მოსაზრებას, რომ თუ ღვინო დაშვებულია, მარიხუანაც დაშვებული უნდა იყოს და აღნიშნა, რომ ღვინო არაა შემამსუბუქებელი გარემოება, პირიქით, დანაშაულის ჩადენისას ის დამამძიმებელი გარემოება ხდება.

"ღვინო მაღაზიაში იყიდება, მაგრამ დალიე და დაჯექი საჭესთან - ჩამოგართმევენ მართვის უფლებას. აბა ნასვამმა ჩაიდინე დანაშაული, ორჯერ უფრო მძიმე დანაშაულია. ღვინო შემამსუბუქებელი კი არა, დამამძიმებელი გარემოებაა. ასე უნდა გაკეთდეს ნარკოტიკზეც. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ადამიანს საჭესთან თუ დაიჭერ, აუცილებლად უნდა აუკრძალო მართვა, ასევე, არ შეიძლება სამხედრო პირი იყოს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ", - განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

მისი თქმით, ასევე არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ ქართველი მეფეები ეწეოდნენ თრიაქს.
"რამდენიმე მეფეა, ვინც ამას აკეთებდა და ყველა იყო ან რჯულგადასული, ან მის ხელში ქვეყანა გაუბედურებული იყო", - განაცხადა დეკანოზმა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული. ამით ფაქტობრივად ერის განადგურება მოხდება. როგორც სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე წითელ არმიას მოუძღოდნენ წინ, დაიპყრეს და გაანადგურეს, ესენი სულიერად ანადგურებენ", - განაცხადა დეკანოზმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა დეკანოზმა დავით ნოზაძემაც.

"საერთოდ არ არის სწორი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ოთხმა ადამიანმა გადაწყვიტოს. მაგალითად, ერთი კვირის შემდეგ რომელიმე ჩვენმა მოქალაქემ რომ მოიფიქროს, რომ კაცი აღარაა და ქალია, იჩივლებს, რომ ჩვენ ქალად არ აღვიქვამთ და ვჩაგრავთ, ეს ოთხი მოსამართლე ისევ მოაწერს ხელს და იტყვის - ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქალია. საერთოდ, მნიშვნელოვან საკითხებს მთელი ერი უნდა წყვეტდეს. რეფერენდუმი ხომ არსებობს? მოდით, ვკითხოთ ჩვენს მოსახლეობას რა ურჩევნია, იყოს ნებადართული თუ - არა", - განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

მისივე თქმით, რელიგიური ადამიანი თვითონ ხვდება, რომ ნებისმიერი თრობა დანაშაულია.

"რელიგიური კაცი თვითონ ხვდება, რომ ეს დანაშაულია, მასთან მე ბევრი საუბარი არ მჭირება. იცის, რომ ნებისმიერი თრობა, თუნდაც ღვინით, დანაშაულია. ჩემი აზრით, პრემიერმაც , მინისტრებმაც, პარლამენტარებმაც, სასულიერო პირებმაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ნებადართული არ იყოს. ნებისმიერი თქვენგანი, მათ შორის მეც, რამეს რომ დავაშავებთ, შიგნიდან სინდისი გვეუბნება, რომ ეს დანაშაულია. კაცი იფიქრებს, რომ რაღაც შეეშალა, უცებ ზურაბ ჯაფარიძე ეტყვის, რომ ნებადართულია. ასე ადამიანი ირყვნება და იღუპება. ჟურნალისტები ხშირად ამბობთ,რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებააო, ერთ სიტყვას აკლებთ, „საუბედურო ისტორიული გადაწყვეტილება“ მიიღო ამ ოთხმა მოსამართლემ", - განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ამ მოსამართლეებმა თავიანთი გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ერის წინაშე ბოდიში მოიხადონ.

"გირჩში" დღეს ვინც არიან, მთავრობაში როცა იყვნენ, არავისზე ზრუნავდნენ. გინახავთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გამოსულიყო პარლამენტში და ეთქვას - ბატონო მიშა, არ დავსაჯოთ ნარკომანები, ნუ გაავსებთ ციხეს. მათი მეთოდი ასეთი იყო: როცა ვინმეს ორი კაპიკი ჰქონდა, ჩაუდებდნენ ნარკოტიკს და გააგზავნიდნენ გლდანის ციხეში", - განაცხადა დეკანოზმა.