30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.08.2018 / 09:08
შრიფტის ზომა:

კვირის 7 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩენოდათ

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის, ან თუნდაც ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვის გამო, თქვენ შესაძლოა, მიმდინარე კვირას, ვერ მიადევნეთ თვალი ახალ ამბებს. გთავაზობთ 7 ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს, რომელიც ამ კვირას მოხდა.

მარიხუანას მოწევის ლეგალიზება კვირის დასაწყისში საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და მარიხუანას მოწევის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მინდა ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. მარიხუანას მოხმარების გამო ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვის და როდის უნდა ჰქონდეს აკრძალული მარიხუანას მოწევა? - აკაკი ზოიძის განმარტება

ტაქსების რეგისტრაცია

თბილისში მიმდინარე კვირას ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. 1 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.

ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge ტაქსით მომსახურების ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარს, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.

ტაქსის ნებართვის გაცემის წესშია აღნიშნული, ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს 7 პირობა.

საპრეზიდენტო არჩევნები

მიმდინარე კვირას დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღიც. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოაცხადა. კანონის თანახმად, პარტიებს უფლება აქვთ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყონ.

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხვის შედეგები

Facebook-ის ახალი ფუნქცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს Facebook-ს და Instagram-ს ეხება.Facebook-ისა და Instagram-ის მობილურ ვერსიებში ახალი ფუნქციები ამოქმედდა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს, როგორ და რამდენ დროს ხარჯავს აღნიშნულ პლატფორმებზე.

ახალი ფუქნქციები მომხმარებელს თითოეულ პლატფორმაზე გატარებული დროის ყოველდღიურ და ყოველკვირეულ მონაცემებს სთავაზობს. აღნიშნული ფუნქცია შეგატყობინებს, რომ სოციალური ქსელიდან გასვლის დროა, როდესაც რომელიმე პლატფორმაზე თქვენ მიერვე არჩეულ დროს გადააჭარბებთ, თუმცა ამ ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში სოციალური ქსელი არ გაითიშება ამიტომ მეტი თვითკონტროლის გამომუშავება მოგიწევთ. უფრო მეტი ახალი ფუნქციის შესახებ წაიკითხეთ აქ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. 2 აგვისტოს გამოქვეყნდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები. 3 აგვისტოს კი უცხო ენების გამოცდების შედეგები. ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-ზე მეტმა ვერ გადალახა. მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა. რაც შეეხება უცხო ენებს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა. უცხო ენების გამოცდა ჩატარდა ინგლისურში, რუსულში, გერმანულსა და ფრანგულში, ოთხივე ენაში ერთად, უმაღლესი შეფასება 109 აბიტურიენტმა მიიღო. ცნობილია ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ასევე მათემატიკის გამოცდების ქულებიც. პირველადი მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. გეოგრაფიის გამოცდაში, სადაც ორი ვარიანტი დაიწერა, ერთ ვარიანში ზღვარი ვერ გადალახა 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა აბიტურიენტთა 16%-მა. რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ამ საგანში აბიტურიენტთა 80%-მა გადალახა ზღვარი.

ნაწლავური ინფექციები მიმდინარე კვირას დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ მოსახლეობა ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით გააფრთხილა. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, წელს საქართველოში ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებული სამი აფეთქება იყო.

"ზაფხულში ჩვეულებრივზე 20%-ით მეტია ხოლმე ნაწლავური ინფექციები სხვა სეზონებთან შედარებით, ახლაც ასეა. უბრალოდ ამ ინფექციების გამომწვევების შიდა გადანაწილება მოხდა. სამი მცირე აფეთქება გვქონდა - თბილისში, ერთ-ერთ მაღალმთიან კურორტზე და კახეთის ერთ-ერთ რაიონში. გამომწვევი იყო შიგატოქსინ მაპროდუქცირებელი ნაწლავის ჩხირი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ეს ბაქტერია ფაღარათს იწვევს, რაც საყურადღებოა. ამ ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადების ეპიდემია 2011 წელს გერმანიაში იყო. წაიკითხეთ სრულად

სამშენებლო რეგულაციები 1-ელი აგვისტოდან გაიზარდა ფინანსური სანქციები ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა. თითქმის ათმაგდება ჯარიმები სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. ამ მიმართულებით ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევიდა. როგორი იქნება სანქციები, იხილეთ აქ

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კვირის 7 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩენოდათ | Allnews.Ge