
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე გადასვლის შესახებ იუწყება.
როგორც გარდაცვლილი მოზარდის მამა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოშორება გადაწყვიტა.
"ახლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით. როგორც ირკვევა, მალხაზ მაჩალიკაშვილიზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვანებს მიმართა მის დასაკავებლად.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვინაიდან ჩვენ მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი, ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში, როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს ან კიდევ სხვა რამ. ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე.
ზაზა სარალიძე განადგურდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს. მას მეორედ ვეღარ გაანადგურებთ. სანამ პირში სული მიდგას, მანამ ვიბრძოლებ ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის.
ბატონო გომელაურო, ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან, ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე", - წერს ზაზა სარალიძე.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე გადასვლის შესახებ იუწყება.
როგორც გარდაცვლილი მოზარდის მამა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოშორება გადაწყვიტა.
"ახლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით. როგორც ირკვევა, მალხაზ მაჩალიკაშვილიზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვანებს მიმართა მის დასაკავებლად.
ვინაიდან ჩვენ მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი, ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში, როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს ან კიდევ სხვა რამ. ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე.
ზაზა სარალიძე განადგურდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს. მას მეორედ ვეღარ გაანადგურებთ. სანამ პირში სული მიდგას, მანამ ვიბრძოლებ ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის.
ბატონო გომელაურო, ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან, ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე", - წერს ზაზა სარალიძე.
მკითხველის კომენტარები
(0)