22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
10.08.2018 / 11:08
შრიფტის ზომა:

რომელი მიმართულებით გადაადგილებისგან უნდა შევიკავოთ თავი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი გვაფრთხილებს

9 აგვისტოდან, საქართველოს რამდენიმე რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა, თუშეთისა და ყაზბეგის მიმართულებით კი მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაიკეტა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტიქიის მომენტიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24 - საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას.

ამ ეტაპზე, კოკისპირული წვიმის გამო, გადაადგილება შეფერხებულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"გზაზე გამონატანებია, ხაშური-ახალციხე ვალეს გზაზე და გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

სენაკი - ნოქალაქევი -ბანძა -ხონი საავტომობილო გზის მე-5, მე-7 და მე-15 კილომეტრებზე, ძლიერი წვიმის გამო, მოვარდნილი წყლის ნაკადი გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის შედეგად ჩამშლილი მთის მასის გამო, გზა 2 საათით ჩაიკეტა შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის საგლოლო-ჭიორა-ღები საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე. ამ დროისთვის, მოძრაობა გახსნილია.

მცირე გამონატანები იყო რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე, გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია.

ასევე მცირე ზომის, გამონატანებია ბორჯომი-ბაკურიანის მონაკვეთზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ყაზბეგისა და თუშეთის მიმართულებებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტრისთვის, ხოლო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფრასტრქუტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით გადაადგილებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული საცობები და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რომელი მიმართულებით გადაადგილებისგან უნდა შევიკავოთ თავი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი გვაფრთხილებს | Allnews.Ge