
სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ რამდენიმე ადამიანს შორს შელაპარაკება უძღოდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზეა გახსნილი, თუმცა შსს-ში დაკავებულთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობენ. უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება და დამატებით ინფორმაციას საქმეზე მოგვიანებით გაავრცელებენ.