17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მამას სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი | Allnews.Ge

მამას სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი

მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დაკავებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილის აყვანა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მოხდა, რაც იძულებას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.

ამირან დევნოზაშვილის დაკავება დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა.