02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
13.08.2018 / 10:08
შრიფტის ზომა:

რას ურჩევს ხელისუფლებას Human Rights Watch-ი ნარკოტიკების საკითხზე?

Human Rights Watch საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ნებისმიერი სახის ნარკოტიკის პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია განახორციელოს.

HRW-მა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით "სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები". 67-გვერდიან ანგარიშში შესწავლილია თვითნებური სავალდებულო ნარკოტესტირების პრაქტიკა, იძულებითი საპროცესო შეთანხმებები და დამატებითი, ავტომატურად გამოყენებული სასჯელები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ან მთელი რიგი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების აკრძალვა, რაც ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ლიბერალიზაციისაკენ, Human Rights Watch-ის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა მაინც ზედმეტად მკაცრია.

"ეს არ არის მოწოდება ლეგალიზაციისკენ, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით ფლობა შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარჩეს, რითვისაც სანქციის სახით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს ჯარიმა. ხელისუფლების მხრიდან მეტი ფოკუსირება უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიან ღონისძიებებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულების პრევენციასა და დაძლევაზე და თანდმევი ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული", - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად პოლიცია თვითნებურად აკავებს ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოლოგიური ტესტირების ჩატარების მიზნით, თუმცა საშუალოდ, ტესტირებების მხოლოდ 30% აჩვენებს დადებით შედეგს.

"საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ზოგიერთი ყველაზე მკაცრი კომპონენტი 2006 წელს იქნა შემოღებული. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ამ პოლიტიკის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია მოახდინა და შეამცირა სისხლის სამართლებრივი სანქციები ნარკოტიკული საშულებების შეძენა-შენახვაზე; ასევე, მიიღო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც ძირითად პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია განისაზღვრა. ნარკოპოლიტიკის შემდგომ ლიბერალიზაციაზე ასევე დადებითად იმოქმედა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა. მაგალითად, 30 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისთვის. საქართველოს მთავრობა ნარკომომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს ოპიოიდური დამოკიდებულების მეტადონით ან სუბოქსონით ჩანაცვლებით მკურნალობას და ხანმოკლე დეტოქსიკაციის და რეაბილიტაციის სერვისს. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროგრამების დაფინანსება", - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

მკითხველის კომენტარები
(1)

lia
13 აგვისტო , 2018 12:08

ანუ ნებისმიერი ნარკოტიკის ყიდვა-გაყიდვა დაუშვითო :( . ესენი არიან მეგობრები, ხო??? ცისაც ესენი მოსწონს, ნარკომანები არ გამოელიოთ ოჯახებში...

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რას ურჩევს ხელისუფლებას Human Rights Watch-ი ნარკოტიკების საკითხზე? | Allnews.Ge