19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
14.08.2018 / 08:08
შრიფტის ზომა:

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები ქალაქ ტრაპიზონში, საავადმყოფოში არიან მოთავსებული, მათგან საქართველოს ერთი მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაშია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებთანაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, მსგავს გადაუდებელ შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს თურქეთის სახელმწიფო იღებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მიკროავტობუსი ცენტრალურ გზაზე მოძრაობისას გადაბრუნდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე. ორი ქართველის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, - ისინი ცოლ- ქმარია. ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მეუღლეს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, მას მრავალეტაპიანი ოპერაცია ესაჭიროება. ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, გადაუდებელ შემთხვევაში თურქეთის სახელმწიფო პასუხისმგებლობას სრულად იღებს",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა | Allnews.Ge