ეკონომიკა
26.03.2025 / 07:03
შრიფტის ზომა:

როგორ გაიზარდა Balenciaga-ს შემოსავალი დემნა გვასალიას დირექტორობისას

როგორ გაიზარდა Balenciaga-ს შემოსავალი დემნა გვასალიას დირექტორობისას

დემნა გვასალია ივლისიდან Balenciaga-დან Gucci-ს მოდის სახლში გადაბარგდება და იტალიურ ბრენდშიც კრეატიული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

Balenciaga-ში მის 10-წლიან მოღვაწეობაზე CNN-ი წერს: „თანამედროვე ფუფუნების ტენდენციები თავიდან განსაზღვრა და გლობალური აღიარება მოიპოვა, შემდეგ კი ეს ავტორიტეტი განამტკიცა“. ეს წარმატება რიცხვებში ნათლად გამოიხატება და კარგად ჩანს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ესპანურმა ბრენდმა ქართველის მისვლის დღიდან.

იმის მიუხედავად, რომ Kering Group-ი კონკრეტულად Balenciaga-ს ზუსტ შემოსავლებს არ ასაჯაროვებს, HSBC-ის გამოთვლებით, დემნა გვასალიას მისვლის პირველ წელს ბრენდის შემოსავალი 200 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს კი ამ თანხამ 1.76 მილიარდი ევრო შეადგინა. შესაბამისად, 6-წლიან პერიოდში კომპანიის მოგება თითქმის 9-ჯერ (8.8) გაიზარდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შედარებისთვის - Voguebusiness-ის მონაცემებით, Gucci-ს 2022 წელს 10.5 მილიარდი ევროს შემოსავალი ჰქონდა, 2024-ში კი ეს თანხა 7.65 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა მაინც ორჯერ მეტი იყო მის კონკურენტ „პრადას“ (3.56 მილიარდი) შემოსავალზე.

სოხუმში დაბადებული გვასალია, რომელიც, სხვათა შორის, დღეს (25 მარტი) 44 წლის გახდა, Gucci-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე საბატო დე სარნოს ჩაანაცვლებს - ბრენდს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ Balenciaga-სა და Gucci-ს ფლობს ფრანგული კონგლომერატი Kering-ი, რომლის CEO-მ, ფრანსუა-ანრი პინომ გვასალიაზე განაცხადა: „დემნას შემოქმედებითი ნიჭი და ძალა სწორედ ისაა, რაც Gucci-ს ყველაზე მეტად სჭირდებოდა“.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ფსიქიატრიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს | Allnews.Ge

ფსიქიატრიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ექსპერტიზის შედეგების თანახმად, მალხაზ კობაურს ქმედუუნარობა არ აღენიშნება, ანუ მას აქვს ჯანმრთელი ფსიქიკა და ლოგიკურად აზროვნებს.

"14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბოლო პროცედურა ჩატარდა, როდესაც ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა ერთობლივად შეაფასეს მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ფაქტობრივად, დაადგინეს, რომ არანაირად ამ ადამიანს არ აღენიშნება, რომ ქმედუუნაროა ანუ არ აქვს ჯანმრთელი ფსიქიკა და ლოგიკურად არ აზროვნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე წერილობითაც აისახება და რაც ითქვა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი, ადვოკატების პოზიცია გამართლდება იმ თვალსაზრისით, რომ ვამბობთ, კობაური აბსოლუტურად გაწონასწორებული და მყარი ფსიქიკის პატრონია", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი, ექსპერტიზით არ დადგენილა, რომ გარდაცვლილი გაუპატიურებულია. "ბრალდებულსა და ლორა სმიტს შორის სქესობრივი კავშირი არ იყო. ასევე, ლორა სმიტს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, მხოლოდ მალხაზ კობაურის ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი - აქ მთელი რიგი კითხვებია, რაზეც პასუხები არ არის, ამიტომ ეს ყველაფერი მომავლის საქმეა და ამაზე პასუხები ექნება როგორც გამოძიებას, ისე ჩვენც", - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 3 აგვისტოს გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობახიძის ინფორმაციით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დღეს მალხაზ კობაური ისევ სასჯელაღსრულების მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა გარდაცვლილები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა.