
მერია ვარაზისხევზე არსებული ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებას აპირებს. ამის შესახებ მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ქვაფენილი საკმაოდ ხმაურიანი და პრობლემურია. მანვე შესაბამის სამსახურებს მცირე გამოკითხვის ჩატარება დაავალა იმის დასადგენად არის თუ არა მოსახლეობა თანახმა ქვაფენილის შეცვლაზე.
თუმცა, საინტერესოა, რამდენად არის შესაძლებელი ვარაზისხევზე ასფალტის დაგება და საშიშია თუ არა იგი. ამ საკითხზე Allnews.ge სპეციალისტებს ესაუბრა.
ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქალაქგეგმარებითი ღონისძიება მხოლოდ კომპლექსური ანალიზის გაკეთების შემდეგ უნდა გატარდეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"უნდა მოხდეს პლუსების და მინუსების შესწავლა. მინუსებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ წვიმის ნაკადების შედეგად მუდმივად ირეცხება ქვაფენილი და ხშირ რეაბილიტაციას საჭიროებს. ტერიტორიაზე ახლაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია - ხმაური. შეიძლება ითქვას, რომ ფიქრის გორაზე მოსახლეობას ფაქტობრივად არ სძინავს. რაც შეეხება ტრანსპორტის გადაადგილებას, ამ კუთხით შეიძლება შეიქმნას პრობლემები და ამ საკითხზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ", - აცხადებს ვარდოსანიძე.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით კი, ვარაზისხევზე ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლება დაუშვებელია. დავით მესხიშვილის თქმით, ამ ტერიტორიაზე ქვაფენილის არსებობა რამდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი.
"ეს არის ქალაქის ისტორიული იერსახე, რომელიც მხოლოდ შენობებისგან არ შედგება. იმ შენობებს შორის არის ქუჩები. თითქმის ერთი საუკუნეა, აქ ეს ქვაფენილია და თავის დროზე ქვაფენილი მხოლოდ სილამაზისთვის არ გაკეთებულა. ვარაზისხევში ხშირად ვითარდება ნიაღვრული პროცესები. რა დროსაც ქვაფენილს ე.წ დრენაჟის ფუნქცია აქვს და წყლის დაგროვებას უშლის ხელს. ძლიერი წვიმის დროს ეს ნიაღვარი დაეშვება გმირთა მოედნისკენ და სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ასფალტიან გზაზე მოძრაობა გართულდება ზამთრის პერიოდშიც. ამავდროულად, ვარაზისხევი ეს არის ადგილი, სადაც მოძრაობა ისედაც ცუდადაა მოწესრიგებული. აქ სამი ნაკადი ერთდება. დღესდღეობით, რადგან ადგილზე ქვაფენილია დაგებული, გადაადგილების სიჩქარე ნაკლებია. მაგრამ ასფალტიან გზაზე მძღოლები სიჩქარესაც გაზრდიან და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს", - განმარტა მესხიშვილმა.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, არსებობს ქვაფენილის დაგების ახალი ტექნოლოგიები. რაც მაქსიმალურად ამცირებს ხმაურსაც და მტვერსაც. მესხიშვილის განმარტებით, მერიამ სწორედ ამ გზას უნდა მიმართოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მერია ვარაზისხევზე არსებული ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებას აპირებს. ამის შესახებ მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ქვაფენილი საკმაოდ ხმაურიანი და პრობლემურია. მანვე შესაბამის სამსახურებს მცირე გამოკითხვის ჩატარება დაავალა იმის დასადგენად არის თუ არა მოსახლეობა თანახმა ქვაფენილის შეცვლაზე.
თუმცა, საინტერესოა, რამდენად არის შესაძლებელი ვარაზისხევზე ასფალტის დაგება და საშიშია თუ არა იგი. ამ საკითხზე Allnews.ge სპეციალისტებს ესაუბრა.
ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქალაქგეგმარებითი ღონისძიება მხოლოდ კომპლექსური ანალიზის გაკეთების შემდეგ უნდა გატარდეს.
"უნდა მოხდეს პლუსების და მინუსების შესწავლა. მინუსებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ წვიმის ნაკადების შედეგად მუდმივად ირეცხება ქვაფენილი და ხშირ რეაბილიტაციას საჭიროებს. ტერიტორიაზე ახლაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია - ხმაური. შეიძლება ითქვას, რომ ფიქრის გორაზე მოსახლეობას ფაქტობრივად არ სძინავს. რაც შეეხება ტრანსპორტის გადაადგილებას, ამ კუთხით შეიძლება შეიქმნას პრობლემები და ამ საკითხზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ", - აცხადებს ვარდოსანიძე.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით კი, ვარაზისხევზე ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლება დაუშვებელია. დავით მესხიშვილის თქმით, ამ ტერიტორიაზე ქვაფენილის არსებობა რამდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი.
"ეს არის ქალაქის ისტორიული იერსახე, რომელიც მხოლოდ შენობებისგან არ შედგება. იმ შენობებს შორის არის ქუჩები. თითქმის ერთი საუკუნეა, აქ ეს ქვაფენილია და თავის დროზე ქვაფენილი მხოლოდ სილამაზისთვის არ გაკეთებულა. ვარაზისხევში ხშირად ვითარდება ნიაღვრული პროცესები. რა დროსაც ქვაფენილს ე.წ დრენაჟის ფუნქცია აქვს და წყლის დაგროვებას უშლის ხელს. ძლიერი წვიმის დროს ეს ნიაღვარი დაეშვება გმირთა მოედნისკენ და სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ასფალტიან გზაზე მოძრაობა გართულდება ზამთრის პერიოდშიც. ამავდროულად, ვარაზისხევი ეს არის ადგილი, სადაც მოძრაობა ისედაც ცუდადაა მოწესრიგებული. აქ სამი ნაკადი ერთდება. დღესდღეობით, რადგან ადგილზე ქვაფენილია დაგებული, გადაადგილების სიჩქარე ნაკლებია. მაგრამ ასფალტიან გზაზე მძღოლები სიჩქარესაც გაზრდიან და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს", - განმარტა მესხიშვილმა.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, არსებობს ქვაფენილის დაგების ახალი ტექნოლოგიები. რაც მაქსიმალურად ამცირებს ხმაურსაც და მტვერსაც. მესხიშვილის განმარტებით, მერიამ სწორედ ამ გზას უნდა მიმართოს.
მკითხველის კომენტარები
(4)
ქვაფენილი ავყაროთ და არაფერი არ დავაგოთ. იყოს მიწა და ზედ იმოძრაონ კონკამ და ურმებმა. ისე კი შეეშვით ამ ქვაფენილს, ლამაზია, გვიყვარს და გვსიამოვნებს რომ ამ გზით ჩვენი ბებია და ბაბუებიც დადიოდნენ. გაუფრთხილდით ისტორიას.
ვიზუალურად ქვაფენილი უხდება, ასევე აღმართებზე ეს მოცურების მხრის მეტად უსაფრთხოა, ქვიმის დროს დრემაჯსაც ასრულებს... დაეკითხონ სპეციალისტებს ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია