მსოფლიო
25.03.2018 / 08:03
შრიფტის ზომა:

ევროკომისარი Facebook-თან მიმართებაში მკაცრი ზომების გატარებაზე საუბრობს

ევროკომისარი Facebook-თან მიმართებაში მკაცრი ზომების გატარებაზე საუბრობს

ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-თან მიმართებაში, რომელიც პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების სკანდალშია გახვეული, მკაცრი ზომები გატარდება.

"Facebook-ის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების ბოროტად გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა ევროკომისარმა გერმანულ გამოცემა Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ევროკომისარმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით Facebook-ის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური განცხადება მოითხოვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"Facebook-ისგან შემდგომ განმარტებებს მოვითხოვ, მაგალითად, იმის თაობაზე თუ რა დონით შეეხო მონაცემთა ბოროტად გამოყენება ევროპელ მომხმარებლებს", - აღნიშნა ვერა იუროვამ.

იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განიხილავენ და საჭირო ზომების მომზადებაზე მუშაობენ. "ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს", - დასძინა მან.

"წაშალეთ ფეისბუქი?!" - როგორ აღმოჩნდა სოციალური ქსელი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სკანდალის ეპიცენტრში

მარტის შუა რიცხვებში ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica იმაში დაადანაშაულეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესებში ერეოდა ამომრჩევლებზე IT ტექნოლოგიების გამოყენებით გავლენის მოხდენისა და სოციალურ ქსელებში მათი პერსონალური მონაცემების მოპარვის გზით.

მკითხველის კომენტარები
(1)

პენსიონერი.
26 აგვისტო , 2018 18:08

სასწრაფოებს, საბურავები ხომ კარგად აქვს დაბერილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი პირებიდან ერთს სხეულზე "დასერილი ჭრილობები“ აღენიშნება | Allnews.Ge

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი პირებიდან ერთს სხეულზე "დასერილი ჭრილობები“ აღენიშნება

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 6 ახალგაზრდა შეიყვანეს, საიდანაც 2-ს ალკოჰოლური, 2-ს კვებითი, ხოლო ერთს - გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. რაც შეეხება კიდევ ერთს, მას მხრის არეში ზედაპირული დაზიანებები აქვს მიყენებული. როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმოფოში განაცხადეს, სხეულზე ახალგაზრდას თვითდაზიანებები, კერძოდ, დასერილი ჭრილობები აღენიშნება.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს, როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 25 აგვისტოსაც, ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში 5 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს ჯამში 16-მა პირმა მიმართა. გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.